ომბუდსმენი მიმართავს შსს-ს, ხორავას ქუჩის საქმეზე „ჩაატაროს სწრაფი და ყოველმხრივი გამოძიება, რათა გამოავლინოს დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პასუხისმგებელი პირი“
22-06-2018, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება. აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის აპარატი ნინო ლომჯარიას განცხადებას ავრცელებს.

 

 

„სახალხო დამცველი გაეცნო ხორავას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენმა ცალსახად გამოკვეთა სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი გამოძიებაში არსებული ხარვეზები, რომელთა შედეგადაც პროკურატურამ ვერ უზრუნველყო გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის 31 მაისს გამოიტანა, ხოლო განაჩენის სრულ ვერსიაზე 14 ივნისს დაასრულა მუშაობა, სადაც დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სრულად გაეცნო განაჩენს და მიაჩნია, რომ იგი დასაბუთებულია და კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული.

 

 

განაჩენი საკმაოდ დეტალურ და ამომწურავ მსჯელობას შეიცავს. მასში გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და პარალელურად, ყველა სამართლებრივი საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის შესაბამისად არის გადაწყვეტილი.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ყველა დეტალის ეფექტური გამოძიება. სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩაატაროს სწრაფი და ყოველმხრივი გამოძიება, რათა გამოავლინოს დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პასუხისმგებელი პირი. ასევე, გამოავლინოს ის პირები, რომელთაც ხელი შეუშალეს გამოძიების სათანადოდ წარმართვას.

 

 

ამ კონკრეტული საქმის განხილვის ფონზე, განაჩენმა ნათლად დაგვანახა სკოლაში ბავშვთა ბულინგისა და ძალადობის დაცვის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობაც. დასტურდება, რომ სკოლაში ბავშვთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანი შესრულება სისტემური რეფორმის გატარებას მოითხოვს, რათა სამომავლოდ არასრულწლოვნებს შორის ძალადობა მინიმუმამდე შემცირდეს და თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფატალური შემთხვევები", აცხადებს სახალხო დამცველი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი