დადუნაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულების ჩვენებების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება
22-06-2018, 16:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძის მიერ დადუნაშვილის ადვოკატისთვის დასმულ შეკითხვაზე, ბრალდებულებმა 6 თვის მერე გადაწყვიტეს მიეცათ ჩვენებები. თქვენთვის რამდენად დამაჯარებელი ჩვენებები იყო, და თუ იყო, რატომ ან თუ არ იყო, რატომ, ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა:

 


„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ორივე ბრალდებულის ჩვენებები იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, თანხვედრაში არ იყო, რაც სასამართლომ აღნიშნა. აქედან გამომდინარე, რაღაც ნაწილში ვენდოთ და რაღაც ნაწილში არა, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი მიდგომა. ვფიქრობთ რომ, არ იყო მათი ჩვენება გულწრფელი, და რატომ: ისინი 6 თვის მანძილზე ინარჩუნებდნენ დუმილს. თუმცა, ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ბ. ს ჩვენება ფარული წესით იყო ჩაწერილი გამოძიების მიერ. ფარულ ჩანაწერში ის ისეთი ემოციით აღწერს, ანუ გ. ბ. ამბობს ფარულ ჩანაწერში, როგორ გაასხა დათო სარალიძის ფეხიდან სისხლმა. ეს შეუძლებელია ვინმეს მოყოლით გადმოცემული ემოცია იყოს, იმიტომ რომ ბავშვის ემოცია სხვა არის მაინც და ამ საუბარში ისე ყვება რომ ეს მას პირადად აქვს დანახული. ჩემი შეფასებით, ყოველ შემთხვევაში. თუმცა შემდეგ ის ჩვენება, რაც მას ჰქონდა მიცემული ფარულ ჩანაწერში, აღარ დაადასტურა სასამართლოში. ესეც იწვევს იმის ეჭვს, რომ ის არ იყო გულწრფელი და მისი ჩვენება არ ემთხვეოდა გ. ჯ.ს ჩვენებას. ასევე, ხაზგასმა მინდოდა, რომ 6 თვე ინარჩუნებდა დუმილს ორივე ბრალდებული და ელოდებოდნენ ბოლომდე, ვინ რა ჩვენებას მისცემდა. სწორედ იმ პირთა მიმართ მისცეს მათ ჩვენება, რომლებმაც ისინი ამხილეს და რომელთან შეხება ჰქონდათ ფარდულის ეპიზოდთან. აქედან გამომდინარე მიჩნდება უნდობლობა“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი