ლევან დადუნაშვილის დედა: „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს“
22-06-2018, 18:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს“, განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ.

 


ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, ხომ არ აქვს ლევან დადუნაშვილის დედას კითხვის ნიშნები პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით და რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე მასთან მიმართებაში, რაზეც ნათია საყვარელიძემ განაცხადა:

 

 

„ჩვენი ურთიერთობების დასაწყისიდანვე ამ ურთიერთობას ნდობას ვერ დავარქმევდი. ადამიანი, რომელიც პირველად ვზივარ სასამართლო პროცესზე, თვითონ შემიძლია გითხრათ რა შთაბეჭდილება მრჩებოდა თითოეული მოქმედი პირიდან. რომ ესენი საკმაოდ კარგი პროფესინალები არიან იმიტომ, რომ თითოეული სასამართლო პროცესი ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. პირდაპირ ეს ჩანდა, გასაკუთრებიოთ მაშინ, როცა იყო მნიშვნელოვანი მოწმე დასაკითხი. მე ზედმეტი ურთიერთობა მათთან არ მქონია. მხოლოდ პროცესეზე ვხვდებოდი. მე პროცესუალური საქმის გამო მიბარებდნენ და იმას მაცნობდნენ. იქვე ვსვამდი ამ შეკითხვას, მე რაც შეკითხვების უფლება მქონდა, არ გვქონდა უფლება ხმის გაღების და რამდენჯერმე ფურცელზე დავწერე და ისე ვაწვდიდი. ეს შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს.

 


ასეთ დამოკიდებულებას ვხედავდი. ეს ერთი და მეორეც, შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო პროცესებზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი მოწმე, იქ ხდებოდა ძალიან დიდი შეჯახება პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. რამდენჯერმე იყო ჩვენების ჩაგდების მცდელობა და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ რამეს ისეთს ვერ ვხედავდი, რომ პროკურატურა რამეს მალავდა. ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა პირადად, მით უმეტეს, მაშინ როცა იყო ამის გაპროტესტების საშუალება.

 


განსაკუთრებით მახსენდება გ.ჯ 2-ის ჩვენება, რომელიც თითქმის ჩაგდების ზღვარზე მივიდა, რადგან ბავშვი ითხოვდა ბრალდებულების გაყვანს და მოსამართლემ ეს არ დაუშვა.

 

 

ბავშვები ძალიან დაძაბულები იყვნენ და ეს ბავშვი ძალიან ცუდად გახდა. ამ ბავშვების პირდაპირი შევიწროება მოხდა მოწმის ფიზიკურადაც. არ ვიცი ეს მოლაპარაკება იყო, წინასწარი შეთანხმება იყო, მიღებული პრაქტიკა იყო თუ არა. ბავშვი ამბობდა, რომ ასე ვერ ვიტყვი, ვერ ვიტყვი. თან ეს იყო პირდაპირი მოწმე ლევანთან მიმართებაში.

 

 

მოსამართლე იძულებული გახდა - გაიყვანეთო ეს ბავშვიო. ეს ბავშვი რომ გონზე მოვიდა, შეკითხვის გარეშე პირდაპირ თქვა ვინ იყო ლევანთან მიმართებაში. მე მგონი ეს ბავშვი საერთოდ იდგა და უყურებდა. არც ჩხუბობდა და უყურებდა, პირდაპირ ყავდა დამნაშავე დანახული. ეს იყო, უბრალოდ მაშინ გრძელი თმა ქონდა და ახლა შეჭრილი აქვსო. მე ეს დეტალი არ ვიცოდი. ასეთი შეჯახებები ხშირად ხდებოდა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის.

 


რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა საქმე, ადვოკატები უფრო მეტ პროვოკაციაზე მიდიოდნენ. პირველად, პროვოცირებას ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა. მერე მივხვდი, როგორც მაყურებელი, რომ დადგა პროკურორების აცილების მოთხოვნა მათი მხრიდან. ეს მე ეჭვებს მიჩენს. ძლიერები არიან და შემდეგ ეტაპზე არასასურველი პირები არიან ადვოკატებისთვის. მოითხოვეს მათი აცილება პირდაპირ. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იგივე მოხდა დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვის დროსაც. პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხდევადი ლევანთან მიმართაბაში განსაკუთრებით და შემიძლია გითხრათ, რომ ძლიერი პროფესიონალები არიან. ეს კარგად წარმოჩინდებოდა მათი კამათის დროს სასამართლო პროცესზე“, განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი