პროკურატურამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარუდგინა
22-06-2018, 19:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„საქართველოს პროკურატურამ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების საქმეზე, შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გამოყენების ფაქტზე შპს „გეომეფის“ აღმასრულებელ დირექტორს, შპს „ყვარელრემმშენის“ მენეჯერს და შპს „ყვარელრემმშენის“ მთავარ ინჟინერს ბრალდება წარუდგინა.

 


გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მომზადების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ, გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „გეომეფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გ.კ.-მ ტენდერში მისი კომპანიის მონაწილეობის მიღების და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ წარადგინა მის მიერვე გაყალბებული და სარემონტო სამუშაოების უხარისხო პროექტი.

 


აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ 2016 წლის 28 სექტემბერს, გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს ,,ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში, შპს „გეომეფს“ წარმოეშვა ვალდებულება, შეემოწმებინა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში ჭერზე არსებული ანკერების მზიდუნარიანობა და გაეცა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. აღნიშნულის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა. 2017 წლის 19 აპრილს, გ.კ.-მ ყალბი კონსტრუქციული დასკვნა შეადგინა, რომელსაც პროექტის კონსტრუქტორის ნაცვლად, თვითონ მოაწერა ხელი, შემდეგ კი აღნიშნული დასკვნა „თბილისის სარტრანსპორტო კომპანიის“ სამშენებლო სამსახურში წარადგინა. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „ყვარელრემმშენმა’’ განაახლა სამუშაოების შესრულება. შპს „გეომეფის“ ხელმძღვანელმა გ.კ.-მ, ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების მიუხედავად, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და არ გაუწია პროექტს სათანადო საავტორო ზედამხედველობა. მის მიერვე შედგა მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო სარემონტო-სარეაბილიტაციო დაგეგმარების პროექტი და ასევე კონსტრუქციული დასკვნა, სადაც არ იქნა გათვალისწინებული ჭერზე უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული დამატებითი დატვირთვები - მატარებლის მოძრაობით, სავენტილაციო ჰაერის მიმოქცევით გამოწვეული ქარის წნევა და სხვა.

 


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ყვარელრემმშენის“ მენეჯერმა გ.რ.-მ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ აწარმოა შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ამავდროულად გ.რ.-ს და შპს „ყვარელრემმშენის“ მთავარი ინჟინრის ზ.ყ-ს მონაწილეობით და პასუხისმგებლობით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, შეკიდული ჭერის მოწყობითი სამუშაოები შპს ,,ყვარელრემმშენის“ მიერ განხორციელდა პროექტის გარეშე და ამავედროს უხარისხოდ, რის გამოც, 2018 წლის 30 იანვარს, დილით, ქ.თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილის" ქვედა ვესტიბულში ჭერი ჩამოინგრა და მეტროს ვესტიბიულში მყოფ 18 მოქალაქეს დაეცა, რომელთაგანაც ჯანმრთელობის დაზიანება 11 პირს მიადგა, ხოლო სახელმწიფომ მიიღო მატერიალური ზიანი.

 


გ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ორი ეპიზოდი) 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ.რ.-ს 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით ხოლო ზ. ყ.-ს 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით, (2201 - გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. 251 - უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულება, რაც არ შეესაბამება მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 362 - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა.

 


საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით, თითოეულისთვის 50 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

 


სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


ამასთანავე, მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით", აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი