თურქეთის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი გამოწვევის წინაშე დგას
24-06-2018, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თურქეთში მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველი გადაწყვეტს, მისცეს თუ არა კვლავ მანდატი ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც პრემიერ მინისტრის პოსტზე ხანგრძლივად მოღვაწეობის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით იყრის კენჭს.

 


თუკი მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ ლიდერი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადითაც იქნა არჩეული, კრიტიკოსები შიშობენ, რომ ქვეყანაში, სადაც 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული და სადაც 2017 წლის რეფერენდუმზე პრეზიდენტის ძალაუფლების განმტკიცებას დაუჭირეს მხარი, დემოკრატიული მმართველობა კიდევ უფრო შესუსტდება.

 


ერდოღანის მთავარი მეტოქე „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატი მუჰარემ ინჯე იქნება.

 


თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები წესით, 2019 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ერდოღანმა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

ერდოღანმა და მისმა მთავარმა მეტოქემ მუჰარემ ინჯემ შაბათს, საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს, უზარმაზარი დემონსტრაციები მოაწყვეს და ორთავემ ერთმანეთს თურქეთის მმართველობისთვის შეუფერებელი უწოდა.

 

 

„თუკი ერდოღანმა გაიმარჯვა, თქვენი ტელეფონების მოსმენა გაგრძელდება... გაგრძელდება შიშის ქვეშ ცხოვრება... თუკი ინჯე გაიმარჯვებს, სასამართლოები დამოუკიდებელი იქნება“, განაცხადა ინჯემ და დაამატა, რომ იგი თურქეთში საგანგებო მდგომარეობას არჩევიდან 48 საათში გააუქმებს. 

 

 

56 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული 180 000 საარჩევნო უბანზე მთელი თურქეთის გასწვრივ. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი