რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში „ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით“ გაიმარჯვა
25-06-2018, 07:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა, როგორც ამას საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი იტყობინება.

 


სადი გუვენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის ხმები მიიღო“, მაგრამ მას შემდგომი დეტალები არ მოუცია.

 


სახელმწიფო მედიის ცნობით, იმ ფონზე, როცა ხმების უმეტესი ნაწილი - 99% დათვლილია, ერდოღანს 53% აქვს მიღებული, მის მთავარ მეტოქეს მუჰარემ ინჯეს კი 31%. მაგრამ ოპოზიცია სადავოდ მიიჩნევს ამ მონაცემებს. არჩევნების შედეგები ოფიციალურად პარასკევს გამოცხადდება.

 


ერდოღანმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებამდე თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგები აჩვენებს, რომ მან არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.

 

 

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მისმა მმართველმა ალიანსმა, „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

 

 

საპარლამენტო არჩევნების ხმების 96%-ის დათვლის შედეგეებით პრეზიდენტის პარტია 43%-ით ლიდერობს, როგორც ამას ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. მთავარ ოპოზიციურ ძალას, CHP-ს კი 23% აქვს მიღებული.

 

 

 

 


სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 87% გამოცხადდა.

 

 

თურქეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები კვირას, 24 ივნისს გაიმართა. 

 


საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას ჰქონდა ადგილი. მან იმთავითვე გამოხატა იმედი, რომ ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა, რითაც თავიდან აიცილებდა მეორე ტურს.

 

 

„ამ არჩევნებით თურქეთი დემოკრატიული რევოლუციის გზით მიდის“, განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

 

 

თურქეთში მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველმა არჩევანი ამჯერადაც ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანზე გააკეთა, რომელიც პრემიერ მინისტრის პოსტზე ხანგრძლივად მოღვაწეობის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით იყრიდა კენჭს. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ქვეყანაში, სადაც 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული და სადაც 2017 წლის რეფერენდუმზე პრეზიდენტის ძალაუფლების განმტკიცებას დაუჭირეს მხარი, ერდოაღანის არჩევით, დემოკრატიული მმართველობა კიდევ უფრო შესუსტდება.

 


ერდოღანის მთავარი მეტოქე „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატი მუჰარემ ინჯე იყო..

 


თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები წესით, 2019 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ერდოღანმა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

ერდოღანმა და მისმა მთავარმა მეტოქემ მუჰარემ ინჯემ შაბათს, საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს, უზარმაზარი დემონსტრაციები მოაწყვეს და ორთავემ ერთმანეთს თურქეთის მმართველობისთვის შეუფერებელი უწოდა.

 

 

„თუკი ერდოღანმა გაიმარჯვა, თქვენი ტელეფონების მოსმენა გაგრძელდება... გაგრძელდება შიშის ქვეშ ცხოვრება... თუკი ინჯე გაიმარჯვებს, სასამართლოები დამოუკიდებელი იქნება“, განაცხადა ინჯემ და დაამატა, რომ იგი თურქეთში საგანგებო მდგომარეობას არჩევიდან 48 საათში გააუქმებს. 

 

 

56 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული 180 000 საარჩევნო უბანზე მთელი თურქეთის გასწვრივ. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი