ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართება
25-06-2018, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში, 26 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართება, რომელსაც, როტაციის პრინციპის თანახმად, ევროკავშირის მხრიდან, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი უხელმძღვანელებს.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, სხდომაზე ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე.



„შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფართო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ქვეყანაში საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების პროცესში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებს; რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში, ასევე ზოგადად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ასპექტებს; ქვეყანაში ეკონომიკისა და სექტორული განვითარების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით.


ასოცირების კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბებული საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე, წელიწადში ერთხელ", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი