პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება
25-06-2018, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება, განაცხადა პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

 


მისი თქმით, დრო ძალიან შეზღუდული იყო და ფაქტობრივად, გამოძიებას მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოში საქმის წარსადგენად 30 დღე ჰქონდა.

 


„მოგეხსენებათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, გამოძიება მაქსიმალურად არის შეზღუდული საგამოძიებო მოქმედებისათვის ჩატარებისათვის განკუთვნილ ვადაში. ეს არის 40-დღიანი ვადა, მაგრამ აქვე გათვალისწინებული უნდა იქნას წინასასამართლო სხდომამდე საქმის სასართლოში გაგზავნის ვადებიც. ძალიან შეზღუდული იყო. ფაქტობრივად გამოძიებას ჰქონდა, მაქსიმალურად რომ ვთქვათ, 30 დღე. შესაბამისად, 30 დღეში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეგ საქმე მიგვეყვანა მტკიცებულებების გათვალისწინებით იმ სტადიაზე, რომ სასამართლოში წარგვედგინა საქმე, იმ ბრალდებებით, რაც გითხარით, და სასამართლოს მისცემოდა შესაძლებლობა ემსჯელა ამ ორი პირის ბრალეულობაზე, ანუ ჩაიდინეს თუ არ მათ ხსენებული დანაშაული“, განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

 


თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის თქმით კი, არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, შეზღუდული იყო არასრულწლოვანთა დაკითხვის დრო. მისივე თქმით, არასრულწლოვანი მოწმეები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.

 


„არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, გარკვეულწილად ძალიან შეზღუდული ვიყავით დროში. მხედველობაში მაქვს, არასრულწლოვანთა დაკითხვის დრო. ბატონმა პროკურორმაც აღნიშნა, რომ როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია, მისი დაკავებიდან 40 დღე გეძლევა მხოლოდ და მხოლოდ რომ გამოიძიო საქმე. აქედან გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ, ზუსტად 40 დღე არ გრჩება. 5 დღით ადრე, სანამ საქმეს წარმართავ არსებით განსახილველად წინასასამართლო განხილვაზე, 5 დღით ადრე მასალები უნდა გაუცვალო მეორე მხარეს - ის მტკიცებულებები, რაც უნდა წარადგინო სასამართლოში. შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად არასრული 30 დღე ჰქონდა გამოძიებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩატარებული იყო ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, აუცილებელი მოქმედებები, დაიკითხა დაახლოებით 119 პიროვნება. კიდევ ხაზს ვუსვამ, იმის გათვალისწინებით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარეა გათვალიწინებული დაკითხვის დროები. ჩატარდა რამდენიმე ათეული ექსპერტიზა“, განაცხადა კახა სირაძემ.

 


მისივე თქმით, არასრულწლოვანი მოწმეეები არ თანამშრომლობდნენ, ყოველ შემთხვევაში ეს ხალისით არ ხდებოდა.

 

 

„აქვე მინდა მშობლებზეც გავამახვილო ყურადღება, რომ ძირითადად, ეს ყველაფერი განხორციელდა - გამონაკლისი რამდენიმე მოწმის ყოველ შემთხვევაში - აქ გვჭირდებოდა რაღაც-რაღაც შეხმიანება, ოჯახში მისვლაც“, განაცხადა სირაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი