შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ხორავას ქუჩაზე ფარდულის დანგრევის გადაწყვეტილება მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო
25-06-2018, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კახა სირაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

 


საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა ფაქტით, თუ რატომ მოხდა ფარდულის დემონტაჟი, სადაც სასიკვდილო ჭრილობები მიიღო დავით სარალიძემ და რატომ არ დაილუქა ის.

 


„საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს ფარდული უკვე აღებულია. ფაქტობრივად ფარდულის არც ნაჭრებია, არც სახურავი აქვს. რატომ არ დაილუქა ფარდული ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდებოდა? მას შემდეგ რაც ჩატარდებოდა ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტი, გვექნებოდა ფარდულის ზომები, ასევე გვექნებოდა საშუალება, რომ ფიგურანტები მიგვეყვანა ადგილზე და მათ აეხსნათ ყველაფერი. ასეთი ადგილები, როგორც წესი, მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. რა იყო მიზეზი, რომ ფარდული არ დაილუქა და მოხდა მისი დემონტაჟი?“ იკითხა ოთარ კახიძემ.

 


შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და დასურათება სრულად მოხდა და შესაბამისად, ფარდულის დემონტაჟი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

 


„მოგეხსენებათ, რომ შემთხვევის ადგილი დაცულია იქამდე, ვიდრე შემთხვევის ადგილი თვალიერდება. დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული იქნა ყველა შესაძლო კვალი, საგანი. გადაღებული იქნა 400-მდე ფოტო. ამასთან, დემონტაჟი მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

 


ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ჩვენგან დამოუკიდებლად. საქმის კურსში არ ჩავუყენებივართ.

 


ეზო მოიცავს ფარდულსაც და შემთხვევის ადგილი იყო მთლიანად ეზო. საყოველთაო სარგებლობის ფართიცაა. ეს წარმოადგენდა მაწანწალა ძაღლების თავშესაფარს და მოსახლეობაც წუხდებოდა.

 


რაც შეეხება მის პარამეტრებს, ამ ტერიტორიას გააჩნია კონტურები, რადგან ის მიწაშია შეჭრილი და მისი აღდგენა არ გაჭირდება“, განაცხადა კახა სირაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი