„ფაქტია, რომ კვირიკაშვილი ძალოვან სტრუქტურებს ვერ აკონტროლებდა... როდესაც აქციაზე მივიდა და მას სიტყვა არ მისცეს, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად გადადგებოდა“ - სანდრო თვალჭრელიძე
25-06-2018, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ძალოვან უწყებებს ვერ აკონტროლებდა და თბილისში, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისი მისვლა და იქ მისთვის სიტყვის არმიცემა იმის მაუწყებელი იყო, რომ იგი „აუცილებლად გადადგებოდა“.

 

 

აღნიშნულ საკითხზე ექსპერტმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 


„ითქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არასაკმარის ტემპს უკავშირდება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რუსთაველის პროსპექტზე განვითარებული მოვლენები იყო ამ ცვლილებების მთავარი მიზეზი. გიორგი კვირიკაშვილი როგორი კარგი ადამიანიც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ძალოვან სტრუქტურებს ვერ აკონტროლებდა. ეს კარგად გამოჩნდა 2017 წლის მარტში ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც დაიწყო საპროტესტო გამოსვლა და არეულობა. როდესაც ხორავას ქუჩის საქმის გამო გამართულ აქციაზე გიორგი კვირიკაშვილი მივიდა და მას სიტყვა არ მისცეს, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად გადადგებოდა“, განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.

 


ექსპერტის ვარაუდით, ივანიშვილს „ძალიან არ მოსწონდა ეს აქციები, შესაბამისად, კვირიკაშვილთან უთანხმოების მნიშვნელოვანი წილიც, ალბათ, ამაზე მოდიოდა“.

 


„თანამდებობიდან წასვლისას კვირიკაშვილმაც თქვა, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა პარტიის ხელმძღვანელთან. ჩვენ არ ვიცით, რამდენად ღრმა იყო უთანხმოება, ამაზე მხოლოდ ხმები ვრცელდება. თუმცა პრემიერის რანგში კვირიკაშვილის ბოლო განცხადებისას მივაქციე ყურადღება, რომ მას სახელით და გვარით ბიძინა ივანიშვილი ერთხელაც არ უხსენებია, რაც გარკვეული ვარაუდის საფუძველს იძლევა. ჩემი აზრით, პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, როგორც ჩანს, მას ძალიან არ მოსწონდა ეს აქციები, შესაბამისად, კვირიკაშვილთან უთანხმოების მნიშვნელოვანი წილიც, ალბათ, ამაზე მოდიოდა. დანარჩენი უკვე პიარული სვლებია. ვერსია, რომ თითქოს კვირიკაშვილს ამ აქციებთან კავშირი ჰქონდა, არ მჯერა. ეს მხოლოდ ჭორებია, რათა ჩირქი მოსცხონ კვირიკაშვილს. დარწმუნებული ვარ, ჰარაკირის გაკეთება კვირიკაშვილს ნამდვილად არ უნდოდა. ახალ პრემიერ-მინისტრს არ ვიცნობ, არ ვიცი, რას წარმოადგენს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება ცოტა გასაკვირია. აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ სათადარიგო მოთამაშეთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. ამას როგორ დააბალანსებენ, არ ვიცი“, დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი