პროკურორი ზვიად ფხაკაძე: ზაზა სარალიძეს გამოძიებისთვის არ უთქვამს, რომ ფარული ჩანაწერის ასლს ფლობდა
25-06-2018, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩანაწერის ასლი თუ გააჩნდა ბატონ ზაზას, ეს ჩვენთვის უცნობი იყო - არ უთქვამს ჩვენთვის, რომ გააჩნდა, განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ.

 


„როგორც გამომძიებელი, როგორც პროკურორი ვერ დავაყრდნობ რაიმე გადაწყვეტილებას ასლს, თუმცა მისი არსებობის შესახებ არ ვიცოდი. ბატონ ზაზას ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია და ნებიმიერ დროს შეეძლო ეთქვა, ღრმა პატივისცემას გამოვხატავ მის მიმართ - რა ტრაგედიაც მან გადაიტანა ჩემთვის მტკივნეულია, როგორც მამისთვის, მაგრამ ბატონ ზაზას ნებისმიერ დროს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია, როგორც პირადად, ასევე ადვოკატთან ერთადაც, მიმოწერა თვითონაც გაასაჯაროვა და კი ბატონო ჰქონდა მიმოწერაც, პირიქით ვთხოვდით, რომ თუ რამეს გაიგებდა ეთქვა და სამართლებრივ ფორმას მივცემდით ამ ინფორმაციას, კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა", განაცხადა ზვიად ფხაკაძემ, რომლის თქმითაც, გამოძიებამ არასრულწლოვნების ფარულ ჩაწერასთან დაკავშირებით ზვიად კუპრავა გამოკითხა, მან კი, აუდიომასალა და ხელნაწერი გამოძიებას დაუმალა.

 

 

„ბატონი კუპრავა დაბარებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში და მას შეეთავაზა, რომ ის ჩანაწერები, რაც გავიდა - რეალურად წარმოედგინა. მან პირველ ჯერზე განაცხადა, რომ ჩაიწერა თავის ტელეფონით, ბატონ ზაზას მივეციო ასე თქვა, შემდეგ ის ტელეფონი მე მაქვს, დამიბრუნა და წავიღე სახლშიო, დაზიანდა და სახლში არისო. ბატონი კუპრავა ხსენებულ არასრულწლოვნებთან შეხვედრის დროს ასევე აკეთებდა ხელნაწერებს თაბახის ფურცელზე, ბავშვებთან გასაუბრების ამსახველი მონაცემების მონიშვნას. ეს საქმეში დევს. ჩანაწერი ხდებოდა როგორც აუდიო, ასევე ფურცელზე კალმით - როგორც თვითონ ამბობს. საგამოძიებო ორგანომ შესთავაზა - უკვე მეორედ მოვიდა და გამოვკითხეთ, - ბატონ კუპრავას შევთავაზეთ, რომ გამოძიების ხელის შეწყობის მიზნით წარმოედგინა ის დაზიანებული ტელეფონიც, რამეთუ შესაძლებელი იყო ამ ტელეფონზე ჩატარებულიყო ექსპერტიზა და ტელეფონი შეიძლება დაზიანებული არის მაგრამ შესაძლებელია ექსპერტების მიერ მასზე არსებული ინფორმაციის გადმოწერა. ბატონმა კუპრავამ მცირეწლოვან შვილს დააბრალა, რომ მას მივეცი და სად წაიღო არ ვიციო. რეალურად, ფაქტობრივად გამოდის, რომ ტელეფონი, რომელშიც არსებული ინფორმაცია, პირველ წყაროზეა საუბარი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია იდენტიფიკაცია მოახდინო, გამოვიდა რომ ტელეფონი აღარ იყო, აღარ ჰქონდა ბატონ კუპრავას. ხელნაწერებზეც ვკითხეთ და განაცხადა, რომ არ იცის სად წაიღო. ერთი სიტყვით, არ წარმოადგინა არც ტელეფონი, არც ხელნაწერები“, განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

 

 

მამუკა მდინარაძის შეკითხვაზე, რომ „დაახლოებით, ასეთი ტერმინი იყო - უკანონო ჩანაწერებს ნუ აკეთებთ - ვერ მივიღებ, რადგან უკანონო ჩანაწერია" - თქვენს ნათქვამს ჰყვებოდა ზაზა სარალიძე, რომ თქვენ ასე უთხარით მას - ამას ადასტურებთ? ზვიად ფხაკაძემ უპასუხა:

 

 

„მე ამ ფაქტობრივ გარემოებას ვადასტურებ, ოღონდ ცოტა სხვაგვარად ვუთხარი. მე ვუთხარი ასეთი რაღაც. ბატონო ზაზა, თუ თქვენ იოტისოდენა ინფორმაციასაც კი თუ მოიპოვებთ, მითხარით, და დავგეგმავთ ღონისძიებას, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებასაც, და მოვახდენთ ამ ინფორმაციის ფარულად ჩაწერას. ფარულად ჩაწერაში ვგულისხმობდი ან პროკურორის დადგენილების, ან მოსამართლის განჩინების საფუძველზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი