პროკურორი ზვიად ფხაკაძე: მირზა სუბელიანი იყო საქმეში დაცვის მხარის მოწმე, შესაბამისად, მისი დაკითხვა საგამოძიებო უწყებაში შესაძლოა აღქმული ყოფილიყო როგორც მოწმეზე შესაძლო ზეწოლა
25-06-2018, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მირზა სუბელიანი იყო საქმეში დაცვის მხარის მოწმე, შესაბამისად, მისი დაკითხვა საგამოძიებო უწყებაში შესაძლოა აღქმული ყოფილიყო როგორც მოწმეზე შესაძლო ზეწოლა, განაცხადა პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დრობითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად.

 

 

 

მდინარაძე საქმის პროკურორისგან დაინტერესდა, რატომ არ მოხდა საქმის მიმდინარეობის განმავლობაში მირზა სუბელიანის დაკითხვა.

 

 

„დაცვის მხარემ მირზა სუებლიანის დაკითხვის შესახებ ინფორმაცია 9 იანვარს გაასაჯაროვა და აღნიშნა წინასასამართლო სხდომაზე, რომ ის იყო დაცვის მხარის მოწმეთა სიაში. ამის შემდეგ მისი დაკითხვა აღქმული იქნებოდა, როგორც მოწმეზე ზემოქმედება. შესაბამისად, ამ მოცემულობით, რომ მირზა სუებლიანი დაცვის მხარის მოწმეთა სიაში იყო, თან იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო იმის საჭროება, ის დაკითხულიყო შეუტყობინებლობის ფაქტზე, არ მოხდა მირზა სუებლიანის დაკითხვა“, განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

 

 

მისივე ინფორმაციით, ახალი გარემოება მირზა სუებლიანის დაკითხვისთვის წარმოიშვა მაისის ბოლოს.

 

 

„კერძოდ, ის, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ჯ.-მ, რომელმაც 6 თვის განმავლობაში არ მიაწოდა ჩვენება, მხოლოდ პროცესის დასასრულს განაცხადა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, რომ მირზა სუბელიანი ნახა კალანდიების სახლში“, განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   tamar
      
აბსურდების თეატრია...რას ნიშნავს დაცვის მხარის მოწმე??!!-- სამხილი რომ დამალა ეს ის სუბელიანია???!!!ვერ ხვდებით რომ კანონები გაქვთ ხელახლა გადასახედი და დასამუშავებელი???!!!-- როგორ უნდა გავიგოთ ეს ბოდვები, ჩვენ, ვინც ვერ ვერკვევით იურისპრუდენციაში??!!-- პრობლემა ის არის, რომ საქმე ვერ გამოიძიეთ...
25 ივნისი 2018 15:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი