სერგი კაპანაძე: გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით
26-06-2018, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა, დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.

 

 

სერგი კაპანაძის თქმით, აღნიშნულის გარდა, გამოიკვეთა მეორე საკითხიც, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაჭრილ მოზარდს, გ.მ.-ს ეხება.

 

 

„დღევანდელ კომისიის სხდომაზე მოვისმინეთ შსს-ს წარმომადგენლისა და ხორავას მკვლელობის საქმის პროკურორის ახსნა-განმარტებები. დაისვა ბევრი კითხვა. შემიძლია გითხრათ, რომ საქმის ირგვლივ უფრო მეტი კითხვა დაგვებადა. გამოიკვეთა ორი საკითხი. სხდომაზე დავაყენებ საკითხს, რომ კომისიამ შეიმუშაოს რეკომენდაციები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

 

 

პირველი საკითხი, საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ეს ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვისაც და არ გადაუდგიათ ეს ნაბიჯი.

 

 

მეორე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაიჭრა ერთი მოზარდი გ.მ. ეს ასევე ხელმისაწვდომი იყო პირველი დღეებიდან შსს-ა და პროკურატურისთვის და არც ამ საქმის ცალკე გამოყოფა არ მოხდა, თუმცა ამას კანონი ავალდებულებდათ და არ მომხდარა ამის გამოძიება“, განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი