ქეთევან ციხელაშვილი: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის აღსრულება იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ
26-06-2018, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის აღსრულებაზე პასუხისმგებელი საგარეო უწყება და იუსტიციის სამინისტრო იქნებიან.

 

 

ციხელაშვილის თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიაში არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი, ასევე ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯიოღლიც არიან.

 

 

„ეს 33 პირი გახლავთ ბრალდებული ან მსჯავრდებული მძიმე დანაშაულისთვის, ცხადია, აქ შესულია ასევე ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული და ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯიოღლი, რომელიც ინტერპოლით იძებნება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის რეზოლუციის შესაბმისად განისაზღვრა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ, რომ დაწესდეს ყველა შესაძლო შეზღუდვა, ამაში შედის მათ შორის ქონებრივი, ფინანსური, გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სიაში შემავალი პირების მიმართ. განისაზღვრა ის უწყებები, რომელიც პასუხისმგებელი იქნებიან ამის აღსრულებაზე, ეს გახლავთ იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამავდროულად, პერიოდულად ანგარიშს წარუდგენს როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს აღსრულების თაობაზე. სამართალდამცავი უწყებების მიერ გრძელდება გამოძიება და ახალი ბრალის, ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ეს სია გაფართოვდეს, დაემატოს ამ ჩამონათვალს სხვა პირების ვინაობა და ეს აისახოს პერიოდულად ამ დადგენილებაში ცვლილების სახით. სია პარლამენტს გადაეგზავნება შესაბამისად, უშუალოდ ოთხოზორიას შემთხვევაში სიაში არის მსჯავრდებული პირი, ბრალდებულები ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი", განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი