ზურაბ ჯაფარიძე: სამინისტროების რაოდენობის შემცირება სწორია
26-06-2018, 18:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილ მცირე მთავრობის კონცეფციას იწონებს.

 

 

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სტრუქტურულ ცვლილებებს ბიუროკრატიული აპარატის შემცირება შეუძლებელია არ მოჰყვეს.

 

 

„სამინისტროების რაოდენობის შემცირება სწორია. გაერთიანებების უკან რა რაციონალიც გააჟღერეს, ლოგიკურია.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯის დაფიქსირება მშპ-სთან მიმართებაში სწორია (გირჩს ჰქონდა მსგავსი ინიციატივა 1.5 წლის წინ). ამ სტრუქტურულ ცვლილებებს შეუძლებელია არ მოჰყვეს ბიუროკრატიული აპარატის შემცირება, თუნდაც მცირედით, რაც ასევე სწორია.

 

 

ამავე დროს: მცირე და შეზღუდული მთავრობა არ არის მხოლოდ სამინისტროების რაოდენობა. მთავარი, და ყველზე მნიშვნელოვანი, არის მთავრობის მთლიანი ხარჯების, ანუ ნაერთი ბიუჯეტის მოცულობის შეფარდება ეკონომიკის მოცულობასთან. ეგაა შესამცირებელი მნიშვნელოვნად და ჩასაბეტონებელი კონსტიტუციაში. სწრაფად მხოლოდ ასე გვეშველება", წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი