ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად იმყოფება
27-06-2018, 09:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა მან აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან-ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან გამართა.

 


საუბრის მთავარი თემა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (“Georgia Support Act”) იყო.

 


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტია.

 


„მინდა, მადლობა გადავუხადო კონგრესმენებს - ტედ პოს და ჯერი კონოლის საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის კონგრესში. ეს არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა. პირველად ხდება, როდესაც ასეთი აქტი შედის ჩვენი მეგობრების ინიციატივით ამერიკის კონგრესში. ამ დოკუმენტში არის ასახული ჩვენი გამოწვევები და არის გამოხატული ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. აქ არის საუბარი, მათ შორის, რუსულ აგრესიაზე, იმ ვითარებაზე, რომელიც არის შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქ არის დაგმობილი ის მოვლენები, რომლებიც ხორციელდება რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები. ასევე, საუბარია იმაზე, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის, საუბარია, იგივე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ისტორიული დოკუმენტი და იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტს ექნება მხარდაჭერა ამერიკის კონგრესში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


კონგრესმენ ტედ პოს განცხადებით, ორპარტიული აქტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ასევე, აშშ-ის პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი.

 


„საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ასევე, ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. კონგრესმა ძალიან მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება საქართველოსა და მისი დამოუკიდებლობის მიმართ. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია უცხო ძალის, რუსეთის მიერ, რაც მიუღებელია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედის ოკუპაციას. როდესაც საკანონმდებლო აქტს მივიღებთ, და ვფიქრობთ, რომ ასეც მოხდება, ეს იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთიანობის კიდევ ერთი კარგი ნიშანი“,- განაცხადა ტედ პომ.

 


ორპარტიული საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.

 


დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ეთმობა და აქტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენა ევალება.

 


კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

 


საკანონმდებლო აქტით, კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.

 


საკანონმდებლო აქტით, კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას.

 


ორპარტიული კანონპროექტით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

 


მომდევნო ეტაპზე საკანონმდებლო აქტის პროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ. მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. მიმდინარე მოწვევის აშშ-ის სენატის მიერ მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო აქტის დამტკიცებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონად იქცევა.

 


ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი