აშშ-ის კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების იდეის ირგვლივ ერთიანდება
27-06-2018, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეებს - პიტერ როსკამსა და დევიდ პრაისს შეხვდა.

 


შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ ორპარტიულ წერილს შეეხო, რომლითაც, კონგრესმენები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართავენ.

 


პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

 


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ აშშ საქართველოს მყარი მხარდამჭერი და პარტნიორია.

 


„გვქონდა საინტერესო შეხვედრა კონგრესმენებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან. ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს მხარდაჭერისთვის. ისინი არიან საქართველოს დიდი მეგობრები და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადეთ იმ ინიციატივისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. მათ შესაბამისი წერილით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა საბოლოოდ, წარმატებით დაგვირგვინდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


კონგრესმენ პიტერ როსკამის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს.

 


„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე ერთგულება აშშ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ურთიერთობა ძალიან მტკიცეა და გვსურს, ის კიდევ უფრო გავაფართოვოთ.

 


მოხარული ვარ, რომ ჩემს კოლეგასთან, დევიდ პრაისთან მხარს ვუჭერ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რადგან გვწამს, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ის ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე, საქართველოსთვის კარგია, შემცირდეს სავაჭრო ბარიერები და გაიზარდოს ვაჭრობის შესაძლებლობები. შედეგად, იქნება არა მხოლოდ უფრო მეტი კომერციული საქმიანობა, არამედ უფრო ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული ალიანსიც“,- განაცხადა პიტერ როსკამმა.

 


მისივე თქმით, კონგრესმენები აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობენ.

 


„ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველოში და ვიცით, რომ ეს საკვანძო სტრატეგიულ ინტერესები ადმინისტრაციის დონეზე კარგად არის გააზრებული. ჩვენ ვაყალიბებთ საფუძველს სწორედ ამისთვის, რადგან ეს არის კონგრესი, რომელიც ასეთი ურთიერთობების ინიცირებას ახდენს. ჩვენი არგუმენტი ისაა, რომ კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების იდეის ირგვლივ ერთიანდება“,- განაცხადა კონგრესმენმა.

 


აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარის, დევიდ პრაისის თქმით, კონგრესი აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობასა და მხარდაჭერას.

 


„გვსურს, გავაგრძელოთ ურთიერთობა და ასევე, გავხდეთ სხვა ამერიკული პოლიტიკის მხარდამჭერები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს და კიდევ უფრო გააფართოებს ორმხრივ ურთიერთობას. ვაჭრობა ნამდვილად არის ამ პოლიტიკის სათავეში. ჩვენ გვაქვს სამუშაო, უნდა დავამარცხოთ ბარიერები და იმედი გვაქვს, რომ ეფექტურები ვიქნებით“,- განაცხადა კონგრესმენმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი