სოფო ქაცარავა: „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის კონგრესში მსგავსი შინაარსის და დატვირთვის საკანონმდებლო აქტი დარეგისტრირდა“
27-06-2018, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის კონგრესში მსგავსი შინაარსის და დატვირთვის საკანონმდებლო აქტი დარეგისტრირდა“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აშშ-ს კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიული კანონპროექტს.

 


მისი თქმით, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ეხება თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიმართაც ამერიკის კონგრესი ერთსულოვანია და იმ შემთხვევაში თუ ეს განხორციელდება, მომავალში ამას არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური, არამედ გაცილებით უფრო მეტი და ღრმა პოლიტიკური დატვირთვა ექნება.

 


„მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ჩვენ რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ. პარალმენტის თავჯდომარის ვიზიტის პერიოდში, ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან. კონკრეტულად, როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კონგრესი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის მკვლელობებს გმობს და მოითხოვს სანქციების დაწესებას ყველა იმ პირის მიმართ, ვისი მონაწილეობაც უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 


მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სწორედ ამ საკითხთან მიმართებაში, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ შესაბამისი ზომები გაატარონ იმ პირების მიმართ, ვინც ამ სიაში შევა.

 


„ამ მოკლე დროში ამ კონკრეტული საკითხის მიმართ მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. ცხადია, ეს არ არის პროცესის დასასრული. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა ეს ორი ინიციატივა, ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ხოლო მეორე ევროკავშირის მხრიდან უმნიშვნელოვანესია. საქართველო ყოველთვის აქტუალურია და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალ პოლიტიკური დღის წესრიგში დგას“ - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი