ანრი ოხანაშვილი: იმედი მაქვს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრები გამოიჩენენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ანალიზზე დაფუძნებით წარმართავენ საგამოძიებო კომისიის მუშაობას
27-06-2018, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი იმედს გამოხატავს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრები გამოიჩენენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ანალიზზე დაფუძნებით წარმართავენ საგამოძიებო კომისიის მუშაობას.

 


„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოიჩინა ძალიან დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ნება, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია. ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მმართველი გუნდი იჩენს ასეთ დიდ პასუხისმგებლობას, ქმნის საპარლამენტო კომისიას და ამასთანავე კომისიის ხელმძღვანელობას აბარებს საპარლამენტო უმცირესობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით რა რისკებთან იყო დაკავშირებული, გადავდგით ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ საპარლამენტო უმცირესობას გამოეჩინა და გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა და ანალიზზე დაფუძნებით იმუშაოს კომისიაში. სამწუხაროდ, რისკები მართლდება, დღეს ჩვენ ვიხილეთ განცხადებები ბატონი კაკო ბობოხიძის მხრიდან, გუშინაც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა განცხადებები და თავად საზოგადოება განსჯის რამდენად სწორია პროკურორის მიმართ ისაუბრო, რომ ის არის ბრიყვი, თავხედი და ასე შემდგომ“, ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი სამშაბათს საგამოიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობას.

 

 

დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საქართველოს წევრები გამოიჩენენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ანალიზზე დაფუძნებით წარმართავენ საგამოძიებო კომისიის მუშაობას.

 

 

„ჩვენი ვალდებულებაა საგამოძიებო კომისიაში ვიმუშაოთ უდანაშაულობის პრეზუმციის სრული დაცვით. მაშინ, როცა დასაკითხია ათობით მოწმე, ადამიანი, რომელიც იყო უშუალოდ მონაწილე, პირები, რომლებმაც რაიმე სახის ინფორმაცია მიიღეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ წინასწარ განწყობებს ვქმნით, ვაფასებთ ამა თუ იმ ფორმით ამ საკითხებს, ეს არის ძალიან სახიფათო , რომელიც არ იქნება სასიკეთო დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის, ამან არ უნდა შექმნას საფრთხე კომისიის დისკრედიტაციისთვის. ჩვენი პრინციპი უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმციის განუხრელად დაცვა და გამოძიების წარმართვა არა წინასწარი შეფასებებით და წინასწარი მოლოდინების შექმნით, არამედ სრულად გაცნობით საქმის მასალები, სრულად გამოკითხვით ყველა იმ პირის, რომელსაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ამ საქმესთან, შემდგომ ანალიზზე დაფუძნებული დასკვნის გამოტანით“, აღნიშნა უმრავლესობის წარმომადგენელმა.

 


ანრი ოხანაშვილმა მიმართა ევროპული საქართველოს წევრებს, რომ მათ აქვთ შანსი იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები და რომ ეს არ გამორიცხავს კრიტიკულ შეკითხვებს, თუმცა მათი მხრიდან წინასწარი სურათის შექმნა ნეიტრალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საბოლოოდ, არც საგამოძიებო კომისიის სხვა წევრებისთვის არის მისაღები, ვინაიდან აჩენს კითხვებს კომისიის მუშაობის მიმართ.

 


„მივმართავ საზოგადოებას, ჩვენი მიზანია, რომ ეს საქმე შევისწავლოთ სრულად , როგორც საქმის მასალები, ასევე გამოვკითხოთ ყველა პირი, მიუხედავად თანამდებობისა და თუ გამოიკვეთება რაიმე ფორმით ვინმეს ბრალეულობა, გამოძიება იქნება ვალდებული დაიწყოს წარმოება და მისცეს დადგეს ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი ვინმეს მიუძღვის ბრალი საქმესთან მიმართებაში, რაიმე ფორმით საქმის არასწორად წარმართვაში. ჩვენ კიდევ ერთხელ გვმართებს ანალიზზე დაფუძნებული საქმიანობის წარმოება“, განაცხადა ოხანაშვილმა.

 


დღემდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 9 პირი, 2 პირი არის ბრალდებული და მსჯავრდებული მკვლელობაში, დანაშაულის დაფარვისთვის 4 პირი, მათ შორის მირზა სუბელიანის ნათესავები და ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედებისთვის ერთი პირია პასუხისგებაში მიცემული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი