სალომე ზურაბიშვილი ნარმანიას წინააღმდეგ - ნეტავ რა უნდა გაუზიაროს თავის კოლეგებს ნიუ იორკში, ქალაქის ნგრევის სისტემა?
11-06-2015, 00:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნეტავ რა უნდა გაუზიაროს თავის კოლეგებს? ქალაქის ნგრევის სისტემა? იერსახის განადგურება? კერძო ინტერესების გამო ქალაქის ძველი ცენტრის ხედის განდაგურება? მისი მწვანე საფარის მოშლა?"- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერის დავით ნარმანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს, სადაც ნარმანია ნიუ იორკში  მერების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა.


"ნეტავ რა უნდა გაუზიაროს თავის კოლეგებს? ქალაქის ნგრევის სისტემა? იერსახის განადგურება? კერძო ინტერესების გამო ქალაქის ძველი ცენტრის ხედის განდაგურება? მისი მწვანე საფარის მოშლა? ჰაერის და სანიტარულ პირობების სრული მიუხედებლობა? თუ კიდევ უგულავას მიერ დატოვებული სატრანსპორტო “არაჩვეულებრივი" სისტემა სანდრას ავტობუსებიანად, დაუმთავრებელ მეტროთი და სამკუთხედებით, სანიაღრვე სისტემის არ არსებობა? ... თუ ... თუ ... თუ?

 

 

სეირნობა თუ მოუნდა სხვაა, ზაფხულია და ნიუ იორკიც კარგია... სიამოვნებით შევხვდებოდი სადმე, მაგალითად ცენტრალ პარკში, რომლის დათვალიერება აუცილებელია როგორც ასევე პროპსექტ პარკისა, ბოტანიკური ბაღის ბრონქსის და ბრუკლინის, ბრაიანტ პარკის, ჰაი ლაინის პარკის, ბატერი პარკის.... იმისთვის, რომ გაიგოს ადამიანმა და თუნდაც მერმა, რომ თანამედროვე ქალაქი თავისი მწვანე კუნძულებისგან შედგება, სადაც უფასოდ ეზიარებიან ქალაქელები სპორტს, მუსიკას, თეატრს (ამ დღეებში უფასო შექსპირის ფესტივალი) და თავისუფლად სუნთქვას..... თვითონ ვერაფერს ვერ გაუზიარებს ... მაგრამ ბევრი სასწავლი კი აქვს.... თუ დანახვის და გაგების უნარი გააჩნია!"- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


ნარმანიამ ნიუ იორკში გამგზავრებამდე კი განაცხადა, რომ კონფერენციაზე გაიმართება გამოცდილების ურთიერთგაზიარება და დისკუსია ქალაქების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი