ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდა
28-06-2018, 10:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

 

 

მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის როლსა და ასამბლეის აშშ-ის კონგრესთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის მნიშვნელობას საერთო მიზნების მიღწევის საქმეში.

 

 

პოლ რაიანმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეებს მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

 

 

„დღეს გვქონდა შეხვედრა ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს სპიკერ რაიანთან. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე თითოეული ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებზე. ჩვენ გავაცანით ჩვენი თანამშრომლობის გამოცდილება - ვგულისხმობ რეგიონულ გამოცდილებას და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა როგორც თითოეული ქვეყნის მიმართ, ასევე ზოგადად, რეგიონის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გაგრძელდეს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი