მამუკა მდინარაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი „ვერაფერს იხსენებს და არ იძლევა ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა“
28-06-2018, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მძღოლი, რომელიც ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებას შეესწრო, საგამოძიებო კომისიას ჩვენებას არ აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მოზარდებს შორის დაპირისპირების დროს.

 

 

მამუკა მდინარაძის თქმით, „რთულია იმის დაჯერება, რომ 5 მეტრში უყურებდე მოვლენების განვითარებას და მერე არ გახსოვდეს ამის შესახებ არაფერი".

 

 

„საქმეში არის უამრავი მოწმის ჩვენება, რომ ის ადამიანი, რომელიც გამოვკითხეთ, იყო შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით. და ამ ფონზე, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ვერაფერს იხსენებს და არ იძლევა ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, დეტალებზე საუბარი ზედმეტია. ეს ადამიანი იმყოფებოდა შემთხვევიდან სულ რამდენიმე, 5 მეტრში მაქსიმუმ და ამის ფონზე, ძალიან სამწუხაროა, რომ რამე ხელშესახებ ინფორმაციას ეს ადამიანი არ იძლევა. მე დასკვნებისგან თავს შევიკავებ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ 5 მეტრში უყურებდე მოვლენების განვითარებას და მერე არ გახსოვდეს ამის შესახებ არაფერი", აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმე უშუალოდ შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, საკუთარ ავტომობილში იჯდა და სისხლიან გარჩევას უყურებდა, თუმცა მოზარდების ჩხუბში არ ჩარეულა.

 

 

საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი