ნიკა მელია, რომელიც პროკურატურაშია დაბარებული, აცხადებს, რომ გახარიას მოუწევს ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირის დასჯა, რომლებმაც უკანონოდ დააკავეს პარლამენტის წევრი
28-06-2018, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. გამოძიებას მან უნდა უთხრას იმის თაობაზე, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ პარლამენტის შენობასთან 11 ივნისს მის დაკავებაში. იგი ამბობს, რომ ეს პირები უნდა დაისაჯონ და ასევე პასუხი უნდა აგოს მინისტრმა გახარიამაც.

 


„იმდენად მძიმე დანაშაული ჩაიდინეს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე, როცა ისინი პრაქტიკულად უკანონოდ, არა პრაქტიკულად, არამედ რეალურად უკანონოდ, უსაფუძვლოდ იტაცებდნენ ადამიანებს, მათ შორის დეპუტატებს და მათ შორის მეც. ამიტომ მე ვალდებული ვარ დავიცვა როგორც სხვა, ასევე საკუთარი თავიც და ბოლომდე მივყვები, ბოლომდე მივყვები თითოეულ მაღალი თანამდებობის პირს. პოლიციამ, ანუ გახარიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მე ჩავიდინე კონკრეტული დანაშაული, რასაც იგი ვერ ამტკიცებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს დასჯა ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირებისა, რომლებმაც უკანონოდ, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით დააკავეს პარლამენტის წევრი“, განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან საუბრისას, ვიდრე პროკურატურაში შევიდოდა.

 

 

კომენტარები: 2
#2   დიანა
      
ჯერ მარტო იმიტომ,რომ ხარ გნაცკრიმინალთა წევრი,დასაკავებელიც ხარ და კარგად გასაძუყნიც ვირო!
სადაც მიეთრევი,ყველგან არეულობა და ჩხუბი მიგაქვს!
ხალხს ეზიზღები მაგრამ,იმდენად უტიფარი ხარ,ფეხზე გკიდია ხალხის აზრი!
მოვა შენი დროც მელია და ცხვირში ძმრად ამოგედინება შენი არაკაცობა!
ახლა კი გაიჭინთე,რა გენაღვლება,გნაცებივით არავინ გაგიტაცებს და არავინ ჩაგმარხავს ცოცხლად სადღაც ტყეში!
28 ივნისი 2018 10:19
#1   Tea
      
წარმატებები ბატონ ნიკა მელიას.
28 ივნისი 2018 06:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი