პროკურატურიდან გამოსულმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გახარიას და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს თანამდებობების დატოვება მოუწევთ, თუკი ისინი მის დანაშაულს ვერ დაამტკიცებენ
28-06-2018, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს მოუწევთ დაამტკიცონ, რომ როდესაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქცია მისი დაკავება მოხდა, მართლსაწინააღმდეგო ქმდებას ნამდვილად სჩადიოდა.

 


როგორ მელია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ამისი დამტკიცება ვერ მოხდება, უწყების მაღალი თანამდებობის პირები უნდა გადადგნენ.

 

 

„ყველა მოძალადე მაღალი თანამდებობის პირი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუჯდება ძალიან ძვირად როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. ყველაფერი დეტალურად, რა თქმა უნდა, მოვახსენე გამოძიებას - ვინ იღებდა კონკრეტულად ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობას, დაწყებული ბატონი გახარიათი, გაგრძელებული მისი მოადგილე საბანაძეთი და საპატრულო პოლიციის უფროსი კუპატაძეთი და შემდეგ თბილისის რაიონული სამმართველოს უფროსები. აი, ამ ადამიანებს მოუწევთ დაკითხვაზე მოსვლა როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლოში. ამ ადამიანებმა ძალიან მარტივი რამ უნდა დაამტკიცონ, სად რა დააშავა და რა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა დაკავებულმა, ამ შემთხვევაში მე და თუკი, ამას ვერ ამტკიცებენ და ვერ დაამტკიცებენ იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში ერთი მტკიცებულებაც, მათ მოუწევთ, როგორც მინიმუმ, თანამდებობების დატოვება", განაცხადა ნიკა მელიამ, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს დაკითხვაზე თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი