მამუკა მდინარაძე: „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან ხდება მტკიცებულებების ცალმხრივი გამოკვლევა - ჩვენ კი ვცდილობთ, რომ მტკიცებულებები ყოველმხრივ გამოვიკვლიოთ
28-06-2018, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი. ძალიან სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების მხრიდან ხდება მტკიცებულებების ცალმხრივი გამოკვლევა. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ მტკიცებულებები ყოველმხრივ გამოვიკვლიოთ, ვსვამთ ძალიან კრიტიკულ კითხვებს და ვცდილობთ სიმართლის გარკვევას, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში, „ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებების პასუხად.

 


როგორ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნისას საზოგადოებაში არსებული მთავარი კითხვები შეეხებოდა ფარდულს, გაღუნულ დანას და მირზა სუბელიანს.

 

 

„დღეის მდგომარეობით კი, სუბელიანი დაკავებულია, მეორე დღესვე გაირკვა, რომ დანა გაღუნული არ არის და ფარდულთან დაკავშირებითაც ასევე გაირკვა, რომ დღესვე, სანტიმეტრების სიზუსტით შეიძლება მისი აღდგენა საჭიროების შემთხვევაში და ნებისმიერი ექსპერიმენტის თუ სხვა მოქმედების ჩატარება. ამ ფონზე, ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი.

 


„ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ასე თუ გააგრძელებენ ყველა მოწმის გამოკითხვის შემდეგ დასკვნების და კომენტარების კეთებას, სერიოზულად დააზარალებენ კომისიის იმიჯს და დამწყები გამომძიებლებივით დაემართებათ, ბრალის ფორმულირებას რომ ცვლიან ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი