მამუკა არეშიძე: სანამ არ იქნება ოფიციალურ დონეზე დადასტურება ამა თუ იმ დამნაშავე პირის გარდაცვალების შესახებ, ის დევნის ობიექტად ითვლება
28-06-2018, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სანამ არ იქნება ოფიციალურ დონეზე დადასტურება ამა თუ იმ დამნაშავე პირის გარდაცვალების შესახებ, ის საერთაშორისო სამართლით დევნის ობიექტად ითვლება, ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში იმ ადამიანების შეყვანას, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილები არიან.

 


„არიან ადამიანები, ვისაც ჩადენილი აქვთ სერიოზული დანაშაულებები და მათი გარდაცვალება დადასტურებულია ოფიციალურად, შესაბამისი საბუთებით, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის. კი ბატონო, გავრცელებული ინფორმაციით, ვიცით, რომ ამ სიაში მყოფი ოთარ ტურანბა სავარაუდოდ გარდაცვლილია, მაგრამ დოკუმენტალურად ეს დადასტურებული არ არის, თავად აფხაზებისთვისაც კი. ასეთ მძიმე დანაშაულებებზე როდესაც არის სუაბარი, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი სახელ და გვარს იცვლის. არის შემთხვევები, როცა დამნაშავე სპეციალურად ავრცელებს ცნობებს, ინფორმაციებს, რომ თითქოს გარდაცვლილია, რომ დაემალოს მართლმსაჯულებას და მასზე ძებნა არ განხორციელდეს. ასეთი არაერთი ფაქტი არსებობს არა მარტო ჩვენს რეგიონში არამედ საერთაშორისო პრაქტიკაშიც. ასე რომ, ვიდრე პირის გარდაცვალება დოკუმენტურად არ იქნება დადასტურებული, საერთაშორისო სამართლი მას ძიების ობიექტად მიიჩნევს. ჩვენ კი არა, აფხაზურ მხარესაც კი არა აქვს ოფიციალური დადასტურება იმის, რომ ეს ადამიანები მართლა გარდაცვლილები არიან. აქედან გამომდინარე, ამ სიის მიმართ ამ კუთხით არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ინტერპოლის საერთაშორისო ძებნილთა სიას. აღმოაჩენთ, რომ წითელი ცირკულარით დღესაც იძებნება არაერთი ადამიანი, მათ შორის საქართველოდან, რომლებიც სავარაუდოდ გარდაცვლილნი არიან, თუმცა ვინაიდან არ არსებობს ამის ოფიციალური დადასტურება, ისინი კვლავ რჩებიან საერთაშორისო ძებნილთა სიაში“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი