ანრი ოხანაშვილი: საზოგადოების უნდობლობა გაჩნდა სამი მთავარი საკითხის - ფარდულის დემონტაჟის, „გაღუნული“ დანის და მირზა სუბელიანის ფაქტორის გამო
28-06-2018, 23:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იბერია“-ს ეთერში კომისიის მუშაობის შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ კომისიის მუშაობის მიზანია პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს.

 


ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ძირითადი კითხვები, რაც გამოძიებისადმი არსებობდა და რამაც მოსახლეობის უნდობლობა გამოიწვია, ეხებოდა მტკიცებულებების განადგურებას - ფარდულის დანგრევასა, დანის გაღუნვას და და მირზა სუბელიანის ფაქტორს

 


„ამ სამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან კრიტიკული შეკითხვები, თუ რა მოხდა და რა არის ფარდულის დემონტაჟის მიზეზი, მოხდა თუ არა ნებართვის გაცემა ვინმეს მხრიდან, პოლიციის მხრიდან, პროკურატურის მხრიდან... პასუხი მივიღეთ, რომ ამ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა უშუალოდ იქ მცხოვრები ადამიანების მიერ, რის შესახებაც ინფორმაციაც საერთოდ არ მიუწოდებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ამიტომ პირველი ეს ყბადაღებული თემა, ფარდულის დემონტაჟის საკითხი, რომელზე აზრი იყო შექმნილი თითქოს ამის ნებართვა გასცა რომელიმე ორგანომ არ დასტურდება. მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა, რა საფრთხე შეექმნა ამით მკვლელობის საქმეს და რა შეიძლება კიდევ ამ ფარდულში განხორციელებულიყო თუ მისი დემონტაჟი არ მოხდებოდა. ამაზე პასუხი იყო რომ ფარდულის აღდგენა ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შესაძლებელია იგივე პარამეტრებით... რაც შეეხება დანის გაღუნვას, აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის, როგორც ეს ჟღერდებოდა“, განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი