მამუკა ბახტაძე: მცირე მთავრობის კონცეფციით საშუალება მოგვეცემა 2 წლის განმავლობაში 200-დან 250 მილიონ ლარამდე გამოვათავისუფლოთ და მივმართოთ სოციალურ პროგრამებზე
29-06-2018, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახლახან გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა მცირე მთავრობის კონცეფცია და აღნიშნა, რომ ამ იდეის განხორციელებით სახელმწიფო ბიუჯეტი 2 წლის განმავლობაში 200-დან 250 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რაც პრემიერის თქმით, სოციალურ პროგრამებზე იქნება მიმართული.

 


„ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ ზოგადად სახელმწიფოს ზომას ეკონომიკაში. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ის ცვლილებები, რომელიც შეეხება სამინისტროებს, ეს არ უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ჩამოვიყვანოთ სახელმწიფოს როლი მთლიან ეკონომიკაში 3,9%-ზე. ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი მხოლოდ ამ სამინისტროების ხარჯზე. ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად, ზოგადად სახელმწიფოს ბიუროკრატიაზე. აქ იგულისხმება როგორც სამინისტროები, ასევე სსიპ-ები, ა(ა)იპ-ები, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე მუშაობენ, ზოგადად. მთელი სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკაში ჩვენ უნდა განვსაზღვროთ 3,9 დონეზე. ეს უნდა იყოს ზედა ზღვარი. ეს რას ნიშნავს?!. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ დღესთან შედარებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა 2 წლის განმავლობაში 200-დან 250 მილიონ ლარამდე გამოვათავისუფლოთ და მივმართოთ სოციალურ პროგრამებზე“, განაცხადა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი