ირაკლი კობახიძე: „აშშ ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება ჩვენს რეგიონში და არის ჩვენი ქვეყნების ძალიან მყარი მხარდამჭერი“
29-06-2018, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა აუცილებლად გამყარდება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ირაკლი კობახიძემ აშშ-ში, სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამა. მისი განცხადებით აშშ სამი ქვეყნის აქტიურ მხარდამჭერად რჩება.

 

 

„გვქონდა ძალიან საინტერესო, მრავალმხრივი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს კოლეგებთან,აღმოსავლეთ ევროპული პარლამენტების სპიკერებთან ერთად. გვქონდა საინტერესო შეხვედრები როგორც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ პოლ რაიანთან. ასევე, კონგრესმენებთან. ასევე, გვქონდა შეხვედრა უეს მიტჩელთან, სახელმწიფო დეპარტამენტში. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნების წინაშე. კონკრეტულად, საქართველოს წინაშე და რა თქმა უნდა, გამოვთქვით იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩება ძალიან აქტიურ მხარდამჭერად ჩვენი ქვეყნებისათვის და ამაში ჩვენ ვართ დარწმუნებული. იყო ძალიან კარგი განწყობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენ კონგრესმენებში, ჩვენს ამერიკელ მეგობრებში. არის ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა აუცილებლად გამყარდება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო კონგრესმენების მიერ ინიცირებულ წერილსაც, რომელშიც კონგრესის წევრები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებენ. მისი თქმით, ინიციატივაზე ხელმოწერები უმოკლეს ვადაში შეგროვდა, რაც იძლევა იმედს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში უახლოეს მომავალში შევა.

 

 

„ამერიკელმა კონგრესმენებმა დააინიცირეს შესაბამისი წინადადება, შესაბამისი წერილი გაუგზავნეს შესაბამის სავაჭრო წარმომადგენელს აშშ-ში. ამ მიმართვას ხელს აწერს დაახლოებით 30 კონგრესმენი უკვე. უმოკლეს ვადაში შეგროვდა 30 ხელმოწერა ამ ინიციატივის გარშემო, რაც გვიტოვებს იმის იმედს, რომ უახლოეს მომავალში უკვე აქტიურ ფაზაში შევა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით და დარწუნებული ვარ, რომ ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით დაგვირგვინდება. ამ შეთანხმების ხელმოწერას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და ასევე, ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში დღეს წარდგენილი რეზოლუციაზე და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ცალკე არის გამოყოფილი ამ რეზოლუციაში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ის გამოწვევები, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ კუთხით, განსაკუთრებული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნების მიმართ არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება ჩვენს რეგიონში და არის ჩვენი ქვეყნების ძალიან მყარი მხარდამჭერი. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები. ეს გამოწვევა უკავშირდება ტერიტორიულ მთლიანობას და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის კიდევ ერთი დემონსტრირებაა ეს რეზოლუცია“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი