მამუკა მდინარაძე: „ძალიან რთული იყო ადამიანური და მორალური თვალსაზრისით ჩვენებების მოსმენა, მაგრამ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს და მის მეუღლეს რაიმე ხელშესახები, სამწუხაროდ არ უთქვამთ"
29-06-2018, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან რთული იყო ადამიანური და მორალური თვალსაზრისით იმ ჩვენებების მოსმენა, რომლებიც ვაჩეიშვილისგან და ბატონი ნიკოლოზის მეუღლისგან მოვისმინეთ. ეს ადამიანები - ერთი დაკითხულია და მეორე არ იყო დაკითხული, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვებს დავუსვამთ გამომძიებელს. ისინი ყვებოდნენ გარკვეულ დეტალებს მათ შორის დაჭრის შემდეგ და აღწერდნენ დეტალურად მოვლენებს, თუმცა რაიმე ხელშესახები, ისეთი რომ გამოძიებას რაიმე მისცეს, ასეთი სამწუხაროდ არ უთქვამთ“ ,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე ნიკოლოზ ვაჩეიშვილის და მისი მეუღლის დაკითხვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.

 


დეპუტატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ფარდულის და მისი დანგრევის, „გაღუნული დანისა“ და სუბელიანის თემის შესახებ და აღნიშნა, რომ სუბელიანი დღეს დაკავებულია, მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ დანა „გაღუნული“ არ არის და ამაზე კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, ხოლო ფარდულის აღდგენა სანტიმეტრების სიზუსტით შესაძლებელია და კიდეც რომ ვინმეს იგი შეგნებულად დაენგრია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არანაირი გავლენა არ შეიძლება მოახდინოს საქმის მხრივ.

 


„კითხვებზე პასუხებისათვის, რომელიც დღეს ჩნდება და ეხება საქმეში დაკითხვის ოქმების არსებობის თემას, ჩვენ დავიბარეთ გამომძიებელი, თანამდებობის პირები შინაგან საქმეთა სამინსიტროდან. ჩვენ გვექნება კითხვები, მათ შორის ძალიან კრიტიკული მიმართულებითაც და მათ აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 


საგამოძიებო კომისიის წევრმა ისაუბრა ნიკოლოზ იორდანიშვილის შესახებ და აღნიშნა, რომ მისი ჩვენება არის საქმის მასალებში, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც უყურებს რამდენიმე მეტრიდან ყველაფერს, დღეს ამბობს რომ არაფერი დაუნახავს, არ ახსოვს.

 


მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც ხორავას ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები საუბრობდა. მისი თქმით , არც ერთი მოწმის ჩვენება აპრიორში იმ წამსვე, მოსმენისთანავე გასაზიარებელი არ არის და არ უნდა დაემართოს ვინმეს დამწყები გამომძიებელივით, რომელიც ყოველი მომდევნო ჩვენების შემდგომ ბრალს ცვლის, ეს არ იქნება პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. „ჩვენ ამ ქალბატონს, თუ მოვასწარით, დღესვე გამოვკითხავთ და უკვე დეტალურად, მათ შორის კრიტიკულად აქაც გავივლით რამდენად სარწმუნოა მისი ჩვენება და მისი ჩვენების შემდეგ გადამოწმებაც მოხდება სხვა პირებთან“, განაცხადა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი