ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით ნაკლებ სისულელეს იტყვის
29-06-2018, 18:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით ნაკლებ სისულელეს იტყვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილი განცხადებას, რომ ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს მას ბრალი.

 


„მე ვიყავი ქვეყნის მეორე პირი და თუ სააკაშვილი არ მენდობოდა და არ მიჯერებდა ეს არის მისი, როგორც პრეზიდენტის ძალიან დიდი მინუსი. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ არ მიჯერებდა, კი ბატონო, მაგრამ, რომ არ მიჯერებდა ამის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მას და მის გუნდს ჩემთვის, რომ დაეჯერებინა დღეს საქართველო განუზომლად წინ იქნებოდა, არც გვირგვლიანის ტრაგედია იქნებოდა, არც 2008 წლის აგვისტოს ომი, არც გელაშვილის ცემის ფაქტი იქნებოდა და არც სხვა, რასაც გადაყვა სააკაშვილის ხელისუფლება და საბოლოოდ ქვეყნიდან გაქცევა დასჭირდა", აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

 

რაც შეეხება სააკაშვილის ბრალდებას, რომ ნინო ბურჯანაძემ ვალერი გელაშვილის საქმეზე ჩვენება მას შემდეგ მისცა, რაც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, ბურჯანაძე პასუხობს, რომ პუტინთან შეხვედრისას ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე არ უსაუბრია.

 

 

„სააკაშვილს ყველა მოსახვევში პუტინი ელანდება. გარწმუნებთ, რომ მე და პუტინს გელაშვილის ცემის ფაქტზე არ გვქონია საუბარი. არც ის მგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის ყოველდღიური პრობლემებით იყოს დაინტერესებული.

 


რაც შეეხება ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მისი მიზანი იყო სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაეტოვებინა, როგორც ერთგვარი საფრთხე, თუმცა მეორე მხრივ, სააკაშვილის გაძლიერების სურვილი ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ ექნება. აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ, რაც მე ვთქვი, მაგრამ თუ პროკურატურას მხოლოდ ჩემი ჩვენება აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ გამოიყენა მაქსიმალური შესაძლობლობა, რომელიც ყოველგვარ არგუმენტებს მოუსპობდა სააკაშვილს ამ თემასთან დაკავშირებით. როცა საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან საკმარისი არაა, მხოლოდ ორგანიზატორის დასჯა, მასთან ერთად დასჯილები უნდა იყვნენ შემსრულებლებიც. ის, რომ ეს ხელისუფლება ვერ და არ იძიებს საქმეებს ნათელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილი ვერასოდეს იტყოდა, რომ მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“, აცხადებს ნინო ბურჯანაძე, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი