სულხან სალაძე: რეკომენდაციები, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა, უნდა იქნას გაანალიზებული და ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული
30-06-2018, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეკომენდაციები, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა, უნდა იქნას გაანალიზებული და ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მიიჩნევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შეხვდა.

 


„ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით უფრო მარტივად არის საქმე - როდესაც საუბარია, რომ გარდა ორი ადამიანისა, კიდევ მესამემაც მიიღო იქ სხეულის დაზიანება. ეს ადასტურებს, რომ მინიმუმ სამი იარაღი იყო გამოყენებული ამ შემთხვევაში. აქ უფრო ნათელია და მკაფიოა. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, საბოლოო გადაწყვეტილება ალბათ კომისიამ უნდა მიიღოს და მე ვისურვებდი, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღოს სრული კონსენსუსის შედეგად, ეს იდეალური იქნება. ბევრ ვერსიასა და ვარიანტზე იყო საუბარი, თუ რას შეუწყობს ახლა ამ რეკომენდაციის მიღება ხელს და რა შეიძლება დააზიანოს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეხვედრა დახურული იყო, მე მაინც ღიად, ამ შესაძლო რისკებზე ან პირიქით, უკეთეს განვითარებაზე არ ვაპირებ საუბარს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი განიხილება და იმედს ვიტოვებ, რომ კომისია მიიღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

 


მე მოვისმინე, როგორც მხარდამჭერი, ასევე შედარებით რბილი პოზიციები და ვფიქრობ ყველა მათგანი უნდა იქნას გაანალიზებული და ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მითუმეტეს, რომ ის რაზეც, თავიდან ერთგვარი შემოთავაზების სახით იყო საუბარი, მაინც რჩება მოცემულობად და ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომ ეს საკითხი ისევ გამოვიდეს რეკომედაციით კომისიის წინაშე.

 


ამ ეტაპზე რთულია პირდაპირ საუბარი, მითუმეტეს, რომ ბევრი პირი, ვინც შეიძლება აქ ფიგურირებდეს, ჯერ კიდევ არ გამოუკითხავს კომისიას, არ მიუღია ახსნა-განმარტებები, დ ყველა ნიუანსი არის გასათვალისწინებელი.

 


ჩემი პირადი მოსაზრება იყო, ექნება თუ არა კომისიას რეკომენდაცია გამოძიებასთან, რომ იყოს შესწავლილი რა ხდებოდა 1-ლი დეკემბრიდან ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ძალიან ბევრი კითხვა არის გამოძიებასთან მიმართებით. ცხადია, მათ არ გამორიცხეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ესეც იქცეს რეკომენდაციად და ასევე იყოს განხილული.

 

 

იყო ძალიან საინტერესო საუბრები, მათ შორის, სხვადასხვა ფორმით, უშუალოდ სასამართლო პროცესებზე გაჟღერებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომლის აღმოჩენამ და პოვნამაც შეიძლება დიდწილად განსაზღვროს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ამ საქმეში. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ არსებობს, არის მონათხრობი, ზეპირი ფორმით, არის იმის რესურსი, რომ ეს ინფორმაცია აღდგენილი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ კომისია ღიად მუშაობს და სრულწლოვანი ადამიანები ღიად იკითხებიან, იმედი მაქვს ბევრ რამეს კიდევ მომავალში ვნახავთ“, განაცხადა სალაძემ.

 


დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი