შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1877 საბრძოლო ვაზნა ამოიღო
01-07-2018, 13:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1877 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ტ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამში დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს საკუთარ შვილს - 2005 წელს დაბადებულ ა.ტ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციამ იგი დაუყოვნებლივ დააკავა.

 

 

სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც ამოიღეს დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 218 საბრძოლო ვაზნა, ხელყუმბარა, სანადირო თოფის კონდახი და ე.წ. ცევეო, ოპტიკური სამიზნე და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი.

 

 

გამოძიება ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული რ.უ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, „მაკაროვისა“ და „გოლდსტარის“ სისტემის პისტოლეტები, 3 მჭიდი და 40 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მოსახლეობისგან უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, რაც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

 

სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში სხვადასხვა სისტემისა და მოდელის 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1877 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკანონო იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების მიზნით, მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი