ილია მეორე: ხშირი შემთხვევა ყოფილა, როცა მე ვხედავდი იმ ადამიანს, რომელიც იღუპებოდა, მინდოდა შველა, მაგრამ ის ადამიანი უარყოფდა შველას
01-07-2018, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.

 


„უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება ყოველ ჩვენგანს – „ვისაც უნდა შემოდგომა ჩემდა, აღიღეთ ჯვარი თვისი და შემომიდექ მე“. როგორ გავიგოთ, რომელია ჩვენი ჯვარი, მაგრამ უფალი გვიჩვენებს, ის არის გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე. უფალი გვიჩვენებს სადაა ჭეშმარიტება. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. შეგვიძლია ჩვენ ვიტვირთოთ ჭეშმარიტების ჯვარი და სიმძიმე. ჩვენ უნდა ვიტვირთოთ, თუ გვინდა, რომ სხვამაც იტვირთოს ჩვენი ჯვარი....

 

 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ დღეს, როცა დაარსდა თანადგომის დღე. თანადგომა ერთმანეთის – ქრისტიანობა ამაშია, სიდიადე ქრისტიანობის, რომ აძლევს ძალას, მადლს, რომ იტვირთოს სხვისი ჯვარი. არის შემთხვევა, როცა ადამიანი დგას უფსკრულის წინაშე. ხშირი შემთხვევა ყოფილა, როცა მე ვხედავდი იმ ადამიანს, რომელიც იღუპებოდა, მინდოდა შველა, მაგრამ ის ადამიანი უარყოფდა შველას. უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ აკურთხოს ერი თვისი. თუ იქნება ჩვენს გულს განცდა თვისთა ცოდვათა და არ განვიკითხავთ ერთმანეთს, ვერანაირი მტერი ვერ მოგვერევა“, ბრძანა ქადაგებისას პატრიარქმა, რომელმაც დღეს ასევე აბიტურიენტები დალოცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი