რამაზ საყვარელიძე: „მგონია, რომ ივანიშვილი შეეცდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და შესაბამისად, საპარლამენტო გუნდის შეცვლას“
02-07-2018, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და შესაბამისად, საპარლამენტო გუნდის შეცვლას შეეცდება. აღნიშნულის შესახებ მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.

 


„ივანიშვილს აშკარად არ სურს სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა, ასე რომ მისი ამოცანა ისევ და ისევ ის არის, რომ მიიყვანოს იმ კონდიციამდე გუნდი, რომ მან ივანიშვილის გარეშე შეძლოს მართვა. ამ პროცესებში, ვინ სად დაინიშნოს ან რომელი უწყება რასთან გაერთიანდეს, ვეჭვობ, მისი სიტყვა გადამწყვეტი იყოს. მას, ალბათ ექნება საკუთარი აზრი და იტყვის კიდეც, თუმცა არა მგონია, თუ უკეთესი მოსაზრება მოისმინა, არ დაუჭიროს მხარი.

 


ივანიშვილი მაგონებს იმ ხელოსანს, რომელიც ოცნებობს მანქანის აწყობაზე და არა მართვაზე. მას მერე, რაც ივანიშვილმა დაბრუნება გადაწყვიტა, სამთავრობო ცვლილებები კი მოხდა, მაგრამ პარლამენტი ისევ პასიურია. თუ დავაკვირდებით ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობასაც, უმრავლესობის წევრები გაცილებით პასიურები არიან, ვიდრე ოპოზიციონერი დეპუტატები. გამოძიება, ფაქტობრივად, „ევროპულ საქართველოს“ მიჰყავს. ფენომენურად პასიური წარმონაქმნი გახდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი. არადა, მანქანის აწყობას აუცილებლად სჭირდება მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი უმრავლესობა, რათა მათ დააბალანსონ ერთმანეთი და ივანიშვილის აქტიური ჩარევა საჭირო აღარ იყოს. ამიტომაც მგონია, რომ ივანიშვილი შეეცდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და შესაბამისად, საპარლამენტო გუნდის შეცვლას. ეს „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა თქვა საჯაროდ. ვფიქრობთ, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება“, აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი