ეკა ბესელია: არასწორია, რომ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებული ან შემსწრეა ხორავას ქუჩის ტრაგედიის, კუპრავას დაკითხვაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული
02-07-2018, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„არ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყო კომისიის მხრიდან, რომ იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია ან შემსწრეა, პირველი წყაროს ინფორმაციის მატარებელია - მათზე ადრე იქნა კუპრავას დაკითხვაზე გადაწყვეტილება მიღებული", აცხადებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია.

 

 

„კუპრავა არ არის თვითმხილველი. გასაგებია მისი პოზიცია, ის პირდაპირ მხარეა. ამიტომ ამ ადამიანის დაკითხვით დაწყება დღეს კომისიის სხდომის და საერთოდ დღეს კომისიის სხდომაზე მოწვევა, ვიდრე ის პირები არ არიან დაკითხული, ვინც უშუალოდ ინფორმაციის მატარებელია - მგონია რომ შეცდომაა და ნამდვილად არ ვუჭერ მხარს ასეთ მიდგომებს.

 


მე მგონია, რომ კომისისიას აქვს მაღალი ვალდებულებები, პასუხისმგებლოებები, და საჭიროა, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდეს. რაც შეეხება დანარჩენი პირების დაკითხვას, უშუალოდ საქმესთან დაკავშირებულ პირებს, გამომძიებელს ან პროკურორს - ბუნებრივია, მათ მეტი ინფორმაცია აქვთ და ჩვენ მათთან დავაზუსტებთ იმ საკითხებს, რაც წინა დაკითხვების ან საქმის გარემოებიდან გამომდინარე, უშუალოდ ეხება მკვლელობის ფაქტს და გამოძიების დეტალებს.

 


რაც შეეხება რეკომენდაციებს, ვაპირებ ამაზე დეტალურად ვიუსაუბრო დღეს კომისიის სხდომაზე. ძალიან მიკვირს რომ ერთი კვალიფიციური იურისტი არ აღმოჩნდა, რომელიც სწორად მოახდენდა რეკომენდაციის ფორმულირებას, ამაზე სამართლებრივ ჭრილში უფრო დეტალურად სხდომაზე ვისაუბრებ. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის დისკრეციაა და პირის მიმართ დევნის დაწყება ეს სამართლებრივად აბსოლუტურად შეცდომაა, თუ სხვა რამ არა, ასე საკითხის დასმა. რა თქმა უნდა, კომისიას ექნება ალბათ რეკომენდაციები, ექნება გარკვეული ფორმა რეაგირების, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ.

 


მე მაქვს ორი ძალიან კრიტიკული პოზიცია: ერთი რომ რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა და პასუხისმგებლობის მატარებელი კომისია რეკომენდაციებს გასცემს ბოლოს, როდესაც ის აჯამებს მასალებს და არა დასაწყისში. დასაწყისში რეკომენდაციებით დაწყება ეს ნიშნავს ზედაპირულ მიდგომას და მე არ მივესალმები ასეთ ზედაპირულ მიდგომას. და მეორე, ჩვენ რეგლამენტში და კანონში გვიწერია, რომ კომისიას შეუძლია გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს. გამოძიების დაწყება სხვა რამეა და პირის მიმართ დევნის დაწყება სხვა რამეა. პირის მიმართ დევნის დაწყების უფლება, ასეთი კომპეტენციის მატარებელი და ასეთი უფლებამოსილების მატარებელი არ არის პოლიტიკური ორგანო, არც პოლიტიკური ორგანოს საგამოძიებო კომისია. კანონში პირდაპირ წერია, რომ ეს არის პროკურატურის დისკრეცია. თუმცა აქვე დავამატებ, რომ ყველა იმ გონივრულ რეკომენდაციას, რომელიც დაეხმარებოდა ამა საქმის ყველა გარემოების ობიექტურად წარმოჩენას, რა თქმა უნდა , ყველა ასეთ ღირებულ რეკომენდაციას დავუჭერდი მხარს“, აცხადებს ეკა ბესელიამ.

 

 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი