არჩილ თალაკვაძის თქმით, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაცია არის „ღია კარის მტვრევა“
02-07-2018, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციას, რომ 1-ელ დეკემბერს ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს, ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, ღია კარის მტვრევას უწოდებს.

 

 

თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს.

 

 

„ვინაიდან ამ კომისიის მთავარი ამოცანა და მისია არის რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მე ვალდებული ვარ გამოვეხმაურო პირველ რიგში იმ დასკვნას, რომელიც ოთარმა გააკეთა როდესაც თავისი გამოსვლის შესავალი თქვა. თქვენ დაეყრდენით თქვენს მსჯელობაში რას? თქვენ თქვით, რომ თავიდანვე გამოძიებამ იცოდაო გ.მ.-ს დაჭრის შესახებო და ამასთან დაკავშირებით არაფერი გააკეთაო და დღესო აუცილებელია რეკომენდაციით მივმართოთო იმიტომ, რომ ცალკე გამოიყოს გამოძიებით ეს საქმეო. პირდაპირ გეტყვით ფაქტობრივად რა არის საქმეში - ფაქტობრივად ჩანს, რომ სასამართლოში ამ მკვლელობის საქმის წარმართვამდე 2017 წლის 27 დეკემბერს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში, მათ შორის, გ.მ.-ს დაჭრა არის პირდაპირ დაფიქსირებული და გამოძიების ერთ-ერთი საგანი და შესაბამისად, იმის თქმა, რომ გამოძიება ამით არ დაინტერესდა თავიდანვე, არ არის სწორი. მეორე - გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა სასამართლოს გადაწყვეტილების დროს და შემდეგ, შესაბამისად, მანამდე ამ საქმეზე მეტი რაც იყო გაკეთებული და როგორც დაინტერესდა გამოძიება, ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა.

 

 

შემდგომში უკვე ამ ცალკე გამოყოფილი გამოძიების ფარგლებში ეს საკითხი გახდა გამოძიების დაინტერესების საგანი და დღესაც გამოძიების ფარგლებში გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზეც მიმდინარეობს გამოძიება. ახლა რაც შეეხება პრაქტიკას, თქვენ იშველიებდით სასამართლოსთან საქმის წარმოების შესაძლებლობას ხომ? პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ერთი საქმის ფარგლებში ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი საქმის ფარგლებში სხვადასხვა ფაქტზე მით უმეტეს ერთმანეთთან დაკავშირებულ ფაქტებზე მიმდინარეობდეს გამოძიება.

 

 

შესაბამისად, ეს რეკომენდაცია არის ღია კარის მტვრევა პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ თუ ჩვენი მიზანი არის რომ ამ ფაქტზე გამოძიება ჩატარდეს და მივადევნოთ თვალი ამას, შსს ამაზე აწარმოებს გამოძიებას, მით უმეტეს იმ მოცემულობით, რომ ექსპერტიზის დასკვნა იყო სასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ წარმოდგენილი. თქვენ რაღაცნაირად მოცემულობად შემოგვიტანეთ აქ, რომ თითქოს გამოძიება არ დაინტერესდაო და იქნებ დავაინტერესოთო და ასე არ ყოფილა ეს", განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი