ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ წევრებს: ვიცი, რომ თქვენთვის არაფერს წარმოადგენს წესების დაცვა, მაგრამ კომისია უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში
02-07-2018, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატების აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია რეგლამენტის და რეკომენდაციების განხილვის საკითხმა.

 


კომისიის წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, დროებითი კომისიის მხრიდან რეკომენდაციის ამ ეტაპზე გაცემა პრინციპულად არასწორია.

 


„მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს პოზიცია მქონდეს როცა ყველა პირის დაკითხვას მოვისმენ და ყველა მასალას გავაანალიზებ, მაგრამ ეტაპზე ამ რეკომენდაციის დასმა, პრინციპულად არასწორია“, განაცხადა დეპუტატმა.

 


„მთელი ლოგიკა სისხლის სამართლის პროცესის, ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით თუ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გადის იმაზე, რომ შეფასებებს აკეთებენ ბოლოს, როდესაც უსმენენ ყველა მოწმეს, ყველა პირს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეხება აქვს საქმესთან. თუ დავრწმუნდებით ბოლოს რომ ეს ღიად დარჩენილი საკითხია, რომ საქმის პროკურორს, გამომძიებლებს იმ პირებს პასუხისმგებლობა ჰქონდათ, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინათ და არ გააკეთეს - არავინ ამაზე თვალს არ დახუჭავს.

 

 

მაგრამ რაც შეეხება წესებს და პროცედურებს, მე მესმის, რომ თქვენთვის არაფერს არ წარმოადგენს წესების დაცვა, მაგრამ კომისია უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში.

 

 

ქალბატონო ელენე, თქვენ რომ არ მიგაჩნიათ ამაზე საუბარი რელევანტურად და არ გაინტერესებთ ეს პრობლემაა, აუცილებელია, რომ პარლამენტის წევრი ამ წესებს იცავდეს. ასე წესებს რომ არ იცავდით თავის დროზე როცა ხელისუფლებაში იყავით, იმიტომ ხდებოდა იმდენი უბედურება და ეს თქვენი აღშფოთება და მორალისტური პოზიცია ერთხელ მაინც რომ მომესმინა მე პირადად, როდესაც თქვენი ხელისუფლება ადამიანებს თავად კლავდა, მაშინ აღშფოთებულიყავით. ამიტომ, თავი შეიკავეთ ასეთი მენტორული და მორალისტური პოზიციებისგან და თითის ქნევისგან. თქვენ რაზეც დაგიფარებიათ ხელი, იმაზე არ გიგიათ პასუხი ჯერ და ამ საქმეზე რომ ხელის დაფარების განწყობა ვინმეს ჰქონოდა, ამ კომისიას არავინ არ შეგაქმნევინებდათ და არავინ არ მოგცემდათ ამ მანდატს", მიმართა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი