არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ წევრებს: გაიხსენეთ, ვისი გადაწყვეტილებით იყო შექმნილი საგამოძიებო კომისია
02-07-2018, 13:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაიხსენეთ, ვისი გადაწყვეტილებით იყო შექმნილი საგამოძიებო კომისია, ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს კომისიის სხდომაზე.

 

 

„ჯერ ეს ერთი ეგ არის თქვენი დასკვნები რაც ილაპარაკეთ, ბატონო სერგი, მე გითხარით, რომ ამ საქმიდან, კონკრეტულ გარემოებებს გისახელებთ, რომ სასამართლოში საქმის წარმართვამდე, 2017 წლის 27 დეკემბერს ამ საქმიდან, მკვლელობის მთავარი საქმიდან, იყო გამოყოფილი ცალკე სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის, გ. მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების საკითხზე, არის გამოძიება შემხებლობაში, ერთი. მეორე, როდესაც ბატონი ოთარი ამბობდა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა სასამართლოს გადაწყვეტილების დროს და შემდეგ, შესაბამისად იმ ღონისძიებების გატარება, რაზეც ჩვენი კოლეგა ბატონი ოთარი საუბრობდა, შესაძლებელი იყო მას შემდეგ და დღესაც მიმდინარეობს. შემდეგი, გამოძიება არ გინდათო რომ ბრძანებთ, ბატონო ოთარ, ელემენტარული ლოგიკა ხომ არსებობს თქვენი განცხადებების უკან, თუ გამოძიება არ სურს არჩილ თალაკვაძეს ან რომელიმე წევრს უმრავლესობიდან, მაშინ ეს კომისია გაიხსენეთ ვისი გადაწყვეტილებით იყო შექმნილი და მე მგონი, მე თქვენთან ერთად ვარ წევრი ამ კომისიის, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, რომ ცოტა კორექტული განცხადებები გააკეთოთ, როდესაც ჩემი საქმიანობის შეფასებას ეხებით კომისიაში.

 

 

ჩვენ რომ გამოძიება გვინდა, ეგ დასტურდება ამ კომისიის შექმნის დღიდან დღემდე, ამ საათის ჩათვლით. რაც შეეხება ამ საკითხს, ამ საკითხზე ჩვენც დაინტერესებული ვართ, ბატონო თავმჯდომარე,  რომ გაირკვეს ყველაფერი, მათ შორის, რა კითხვის ნიშნებიც გ. მ.-სთან დაკავშირებით რჩება. თუმცა, რაც ჩვენ გითხარით არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი რეკომენდაციების წარდგენა ამ შემთხვევაში რამდენად ცვლის იმ მოდუსს, რომელიც დღეს არსებობს-თქო, აი ეს იყო პოზიცია, თქვენ დასკვნები გააკეთეთ ჩემს მაგივრად, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ დასკვნებს აქ აკეთებს კომისია განხილვის შემდეგ და ბოლოს", განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი