ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრებს: ხომ გითხრათ იმ ამერიკელმა ექსპერტმა, რომ მეტი ინფორმაცია მიიღეთ, მეტი პირი გამოკითხეთ და შეჯერებითი ანალიზის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნები
02-07-2018, 14:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხომ გითხრათ იმ ამერიკელმა ექსპერტმა რომ მეტი ინფორმაცია მიიღეთ, მეტი პირი გამოკითხეთ და შეჯერებითი ანალიზის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნები, ეს ხომ გითხრათ თქვენც - დარწმუნებული ვარ გეტყოდათ იმიტომ, რომ ჩვენც გვითხრა, ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს" წევრებს კომისიის სხდომაზე.

 

 

„რატომ უსწრებთ მოვლენებს? მე შეიძლება თქვენ დაგეთანხმოთ შინაარსობრივ კოტექსტში, როდესაც ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა მოწმეს, იმ უშუალო მოწმეებს, ვინც ადგილზე იმყოფებოდა და უფრო მკაცრი კვალიფიკაციაც შეიძლება მივცე, რომელიც შემდეგ დადასტურდება უშუალოდ ამ მოწმეების ჩვენებით, არსებული ინფორმაციების შეპირისპირებებით და შეჯერებით. ეს არის ანალიზზე დაფუძნებული გამოძიება, კოლეგებო. ამიტომ, მე დავიტოვებ იმის უფლებას, რომ სამომავლოდ დაგეთანხმოთ, თუ ეს ინფორმაცია იქნება შეჯერებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელსაც აქ ჩვენ გამოვიკვლევთ. ის კი არა ვინ როგორ მოიძია, ვინ როგორ დაკითხა და ა.შ. ჩვენი ამოცანა ხომ არის ის ხალხი დავკითხოთ ყველა. ხომ ეს არის ჩვენი ამოცანა? დღეს კი, თქვენ ამბობთ, რომ აღარ მაინტერესებს იმ ხალხის გამოკითხვაო, მანადე უნდა გავაკეთო შეფასებაო.

 


ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას აღებული. ჩვენ ვაკვირდებით საგამოძიებო გამოძიების პრინციპებს და სტანდარტებს. თქვენ თვითონ თქვით, წინასწარი შეფასებები არ უნდა გავაკეთოთო. მაგრამ როგორ შეიძლება მე შეფასება გავაკეთო ისე, რომ უშუალო თვითმხილველი პირები და მოწმები, მათ შორის, მსაჯავრდებულები არ გამოვკითხო? ამაზეა საუბარი, გესმით რაშია საქმეა? მე თქვენ დაგეთანხმებოდით იმ შემთხვევაში, როცა ეს ყველა ერთობლიობა ამ ხალხის გამოკითხვის შემდგომ მომცემდა საშუალებას. არავის არა აქვს თვითმიზანი ვინმეს დააფაროს ხელი? როგორ უნდა ამ საქმეში გაბედოს ვიღაცამ რომ თუ ეს დადასტურდა, ვინმეს დააფაროს ხელი? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ ხალხო?

 


ბატონო ოთარ, თქვენ ბრძანეთ, რომ მე არ ვეთანხმები არც პროკურატურის და არც შსს-ს პოზიციასო? ხომ ასეა? ნახეთ რეკომენდაციაში რა წერია? წინააღმდეგობაში ხართ თქვენ აზრთან, სამწუხაროა. მიკვირს ძალიან, ნახეთ რეკომენდაციაში რა წერია: საგამოძიებო კომისიის საქმის მასალებზე, აგრეთვე შსს-ს და პროკურატურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობითო. ე.ი. თუ არ ეთანხმებით და არ იზიარებეთ მათ პოზიციას რა მნიშვნელობა აქვს როგორ ეყრდნობით? ამბობთ იმას, რომ არ ეთანხმებით მათ პოზიციას და ეყრდნობით ამ ახსნა-განმარტებებს? ეს არის ორი საპირისპირო პოზიცია და თქვენ თვითონ ხართ, ბატონო ოთარ, წინააღმდეგობაში თქვენ თავთან.

 

 

ამერიკელი ექსპერტია ჩამოსული, NDI-მ ჩამოიყვანა, რომელსაც თქვენც შეხვდით და ჩვენც შევხვდით. ხომ გითხრათ იმ ამერიკელმა ექსპერტმა რომ მეტი ინფორმაცია მიიღეთ, მეტი პირი გამოკითხეთ და შეჯერებითი ანალიზის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნები, ეს ხომ გითხრათ თქვენც - დარწმუნებული ვარ გეტყოდათ, იმიტომ, რომ ჩვენც გვითხრა.

 

 

რატომ უსწრებთ მოვლენებს? ამერიკელი ექსპერტი გეუბნებათ არ იჩქაროთ, შეაჯერეთ ინფორმაცია, მასალები, თუ გექნებათ საფუძველი გააკეთეთ. ჩვენ გეუბნებით, რომ ამაზე თანახმა ვართ და სწორია, ასე უნდა ვიმუშაოთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს ის, რომ მეტი ინფორმაცია მოიძიეთ, გამოკითხეთ ჯერ მ.კ, დეტალური ინფორმაცია მიიღეთ მისგან და მერე იმსჯელეთ ამ საკითხებზეო. არც ამერიკელი ექსპერტის პოზიციას იზიარებთ, არც არასამთავრობო ორგანიზაციების რჩვევას და რეკომენდაციას იზიარებთ, ჩვენს პოზიციაზე ხომ საუბარი ზედმეტია.

 


თქვენ ამბობთ, რომ მე დავადგინეო, რომ ადამიანი იყო თანამონაწილეო, მაგრამ ოთარ, როგორ დავადგინო მე თანამონაწილეობისთვის ან თანამშრომლობისთვის ხომ კარგად ვიცით, რომ საჭიროა ორმაგი განზრახვა. ერთია, რომ მე ვიცი, რომ ადამიანი ურტყამს ვიღაცას, ოღონდ მე უნდა ვიცოდე რა განზრახვით ურტყამს, და მეც ამ განზრახვით უნდა ვმოქმედებდე. თქვენ და ჩვენ არ გამოგვიკითხავს ის ადამიანი, ვისაც ვეუბნებით, რომ შენ მოქმედებდი ამ განზრახვითო. ჩვენ არ გამოგვიკითხავს ის ადამიანი, ვისაც ვედავებით, რომ ამ განზრახვით მოქმედებდიო და როგორ წავუყენოთ ბრალი, თორემ გეთანხმებით, შესაძლოა ვიფიქროთ ამაზე.

 


მეორე საკითხი, ჩვენ აქ ვართ კვაზი-სასამართლო, მაგრამ არ უნდა მოვიქცეთ, როგორც კვაზი-პროკურატურა. უნდა შევაჯეროთ ინფორმაციები და შეფასებები გავაკეთოთ. ის ინფორმაცია რაც ჩვენ მივიღეთ, არის არაპირდაპირი, ირიბი ჩვენებები და ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამრთლომ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2015 წლის გადაწყვეტილებაზე მინდა მიგითითოთ - არ შეიძლება ბრალის წაყებების დროს ვინმემ იხელმძღვანელოს ირიბი ჩვენებებით, ანუ ჩვენ ვიხელმძღვანელოთ აქ ვიღაცის მოყოლილი ინფორმაციით ისე, რომ არ მოვუსმინოთ უშუალო მოწმეებს და ვთქვათ, რომ ამ ადამიანს, X ადამიანს, წაუყენე ბრალიო. საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგობასთან მოვდივართ“, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი