ოთარ კახიძე: მ.კ. არის პირი, რომელსაც უჭირავს მსხვერპლი და შესაძლებლობას აძლევს დანით შეიარაღებულებს, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენონ
02-07-2018, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირი, ვისაც უჭირავს მსხვერპლი და შესაძლებლობას აძლევს დანით შეიარაღებულებს, რომ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენონ, ეს პირი არის თანააღმსრულებებლი და ეს არის კონკრეტული როლი, რომელიც მ.კ.-ს აქვს ამ დანაშაულში, განაცხადა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

 

 

მისი თქმით, პროკურატურის ვერსია, რომ მ.კ.-მ დაინახა გ.ბ ურტყამდა დანებს და შემდგომ 8, 9 მეტრი, გაირბინა, მივიდა ფარდულთან და ჩაერთო ჩხუბში, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.

 

 

„ეს არის პროკურატურის ვერსია, რომლითაც პროკურატურა შეეცადა, ამ საქმიდან მ.კ. გამოეძვრინა. პროკურატურა პირდაპირ საუბრობს, რომ მ.კ. როცა მიიმალა გ.ჯ-სთან ერთად, მიმალვის განზრახვა თვითონ კი არ ჰქონდა, უბრალოდ თავის მეგობარს გაჰყვა. ამ ვერსიას მე არა თუ ვიზიარებ, არამედ კატეგორიულად ვემიჯნები. პროკურატურა, როდესაც ცდილობდა მ.კ. გამოეძვრინა, ისე აიღო ჩვენებები და ისე წაიყვანა საქმე, რომ მ.კ. დანაშაულის თანააღმსრულებლად მაინც გამოიყვანა, ოღონდ არა ცივი იარაღით ხელში, არამედ თანააღმსრულებელი, რომელსაც უჭირავს მსხვერპლი და უადვილებს სხვა პირებს დანების დარტყმას. ამ მიკერძოებული პროკურატურის დასკვნის პირობებშიც კი, მ. კ. არის თანააღმსრულებელი....

 

 

დავით სარალიძე იყო ერთი მეტრი და 97 სმ და 160 კგ, იყო რაგბისტი. მ.კ-ს შეპყრობილი ყავს სარალიძე ისე, რომ აფიქსირებს შენელების მომენტს. როდესაც სარალიძე აქტიური მოქმედებიდან ნელდება, სისხლისგან იცლება და იმდენად სუსტდება, რომ ახერხებს მის გამოწევას. როდესაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ, ის უჭირავს მ.კ-ს, ვინაიდან მ.კ იმყოფება ფარდულში სარალიძესთან ერთად კონფლიქტის დაწყებიდან, კონფლიქტის ბოლომდე და მ.კ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი მის თვალწინ ხდება. აქ არის ექვსი მოწმის ჩვენება, დამატებით ბრალდებულის ჩვენება, თავად მ.კ-ს ძმის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ პარალელურად ხდებოდა დანების დარტყმის პროცესი და მ.კ-ს მიერ მუშტის დარტყმის პროცესი, შემდგომ ამას ზემოდან დაერთო მ.კ-ს ოთხი ჩვენება. ამაზე მყარი საქმე ფსიქიკურად არ არსებობს არა თუ დევნის დასაწყებად, არამედ გამამტყუნებელი განაჩენისათვისაც კი”, აცხადებს კახიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი