კობა დავითაშვილი ნიკა გვარამიას მიმართავს და სააკაშვილთან ერთად პირდაპირ ეთერს მოითხოვს
02-07-2018, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კობა დავითაშვილი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად პირდაპირ ეთერს მოითხოვს.

 

 

„გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ ძალიან საინტერესო დიალოგი გამართეს ერთმანეთში, როდესაც ნიკა გვარამია - გენპროკურორის მოადგილე იმ დროს - ეუბნებოდა სააკაშვილს - პრეზიდენტს იმ დროს - ეუბნებოდა რატომ არ გამოიძიეთ საქმეებიო. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია. შიზოფრენია სალანძღავი სიტყვა არ არის. ეს არის პიროვნების გაორება. ბატონ გვარამიას დაავიწყდა რომ თვითონ იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და ვალერი გელაშვილის ამბავიც, ჩემი ამბავიც - მისი გამოსაძიებელი იყო და გვარამია ეკითხებოდა სააკაშვილს რატომ არ გამოვიძიეთო. ბოლოს, ეს ორი ვაჟკაცი შეთანხმდა, რომ ჩვენი ბრალი არაფერი არ არის და ერთადერთი ქალი ეჯდატ სტუდიაში ეკა კვესიტაძე და შენი ქმრის ბრალია ყველაფერიო უთხრეს. მის მეუღლეს თავის პრობლემები აქვს მაგრამ თუ სწორად მახსოვს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსაზურის ხელმძღვანელი იყო და მის ფუნქციებში არაფრის გამოძიება და რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შედიოდა.

 

 

სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. მინდა მივმართო ბატონ გვარამიას - ბატონო ნიკა, თუ თქვენ ამნეზია გჭირთ და აღარ გახსოვთ, რომ პროკურორის მოადგილე იყავით და თქვენი პირდაპირი მოვალეობა იყო გელაშვილის და ჩემზე თავდასხმების გამოძიება - და გახსოვთ მხოლოდ ის, რომ დღეს დიდებული ჟურნალისტი ბრძანდებით - მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტი დაიცავით - და როდესაც ბატონი სააკაშვილი გამოდის და ცრუობს ჩემთან მიმართებით - კეთილი ინებეთ და მომეცით იგივე შესაძლებლობა თქვენი ტელევიზიით გამოვიდე და პასუხი გავცე ბატონ სააკაშვილს და თუ მას არ შეეშინდება, ჩაერთოს თავისი ამსტერდამიდან. იმიტომ რომ რაც მან ისაუბრა არის სრული სიცრუე“, განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი