ნიკა მელია: დარწმუნებული ვარ, აღუდგენენ მოქალაქეობას მიხეილ სააკაშვილს თუ არ აღუდგენენ, იგი აუცილებლად ჩამოფრინდება საქართველოში
02-07-2018, 18:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე დარწმუნებული ვარ, აღუდგენენ მოქალაქეობას მიხეილ სააკაშვილს თუ არ აღუდგენენ მოქალაქეობას, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოფრინდება საქართველოში, როგორც ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე, ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით.

 

 

მისი თქმით, „შემოდგომაზე იქნება ეს, თუ უფრო ადრე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა".

 

 

„ამის შემდეგ უკვე ივანიშვილის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და ჩამოვა არა ისე, როგორც ფიქრობს ახლა „ქართული ოცნება" - თითქოს, ვიღაც რაღაც რევოლუციის მოწყობას აპირებს. მინდა შევახსენო, რომ რევოლუციას ვერ აწყობს ვერც ერთი ოპოზიციური პარტია, რევოლუციას აწყობს ხელისუფლება. უბრალოდ ერთი ვიწრო კლანი მდიდრდება და დანარჩენი საქართველო ღარიბდება, რატომ უკვირს ბიძინა ივანიშვილს, რომ ის აღარ არის მისაღები ხელისუფალი", განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 


მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვს. განცხადება ამის თაობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გადაცემა „კვირის აქცენტებში" გააკეთა.

 

 

„მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი, იმიტომ, რომ ჯერ ჩამომართვა მოქალაქეობა. თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, თუ ელემენტარული რაღაც მაინც აქვს გატოკებული, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. მათ მომისაჯეს სასჯელები, მათ ამიკრძალეს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა", აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი