პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქართველი მესაზღვრეების რუსეთში სამდღიან ტყვეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსოფლიო ისტორიის გათვალისწინებით, „ამგვარ ფაქტებს ომებიც კი მოსდევს ხოლმე“, მაგრამ, ექსპერტის თქმით, თუკი ასეთ „პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გავეცით, შესაძლოა საბოლოოდ დასრულდეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა“.
პოლიტოლოგმა ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.
„რაც შეეხება ქართველი მესაზღვრეების სამდღიან ტყვეობას, მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ამგვარ ფაქტებს ომებიც კი მოსდევს ხოლმე, მაგრამ ჩვენ რომ ომი დავიწყოთ, საბოლოოდ ყველა იმაზე შევთანხმდებით, რუსეთმა ეს პროვოკაცია სპეციალურად მოგვიწყოო. ძალთა თანაფარდობა იმდენად ასიმეტრიულია, ამგვარ პროვოკაციებს სამხედრო პასუხი თუ გავეცით, შესაძლოა საბოლოოდ დასრულდეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ერთადერთი გზა, რაც დაგვრჩა, ამ ყველაფერზე მსოფლიო მასშტაბით ყველა ტრიბუნაზე ლაპარაკი და ამ პროვოკაციის დასავლეთისთვის კიდევ ერთ არგუმენტად გადაქცევაა რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად. ჩვენ ჩვენი ძალისხმევით უნდა დავეხმაროთ დასავლეთს იმ სტრატეგიის ხორცშესხმაში, რაც დასახული აქვს - ეს არის რუსეთის ეკონომიკურად დაჩოქება“, აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.