ნათია მეზვრიშვილი: პროკურატურის შესაფასებელია, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს
03-07-2018, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას სცილდება.

 


როგორც მეზვრიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია ნაადრევია, თუმცა, ახლა უკვე პროკურატურის შესაფასებელია, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.

 

 

„მე, როგორც იურისტი, ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, როგორც მოგეხსენებათ, არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება. დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ცოტა გაუგებარია ამ ეტაპზე კომისიის მხრიდან ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვანი მოწმეები, რომლებსაც უშუალოდ საქმესთან აქვთ შემხებლობა, ამ ადამიანების გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რეკომენდაციის გაცემა, ცოტა არ იყოს, ნაადრევია. ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას, თუმცა, როგორც ჩანს, კომისიამ საკმარისად მიიჩნია, მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სხვა პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს, აღნიშნული საკითხი ახლა უკვე არის პროკურატურის შესაფასებელი, რომელიც დევნის დაწყების უფლებამოსილებით სარგებლობს", განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც კომისიის კიდევ ერთ რეკომენდაციას გამოეხმაურა.

 

 

„ჩვენ გვეხება ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ გასცა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხება. თუმცა, მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნითაც შეიქმნა - ამ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებობდა, ფარდულთან დაკავშირებით, იგივე თითქოსდა გაღუნულ დანასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა. ის რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შსს-ს მისამართით გასცა, ცოტა არ იყოს, ვფიქრობ, რომ ფორმალურია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე, რაზეც მოგვიწოდებს კომისია, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში", აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   ია
      
ვინც მტკიცებულებები გაანადგურა და დროზე ვერ მოიპოვა, აი ის პირები არიან მაშინ ნამდვილი მკვლელის მაგივრად დასასჯელები, ვინაიდან მკვლელებს ხელი დააფარეს და ეგ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია!!! პირველ რიგში გამომძიებლებმა და პროკურატურის ამ საქმეში ჩართულმა თანამშრომლებმა უნდა აგონ პასუხი. აი ამათ რომ სასჯელი დაემუქროთ, უცებ აჭიკჭიკდებიან ვინ და რა...
3 ივლისი 2018 06:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი