ნათია მეზვრიშვილი: ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმით - დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე მის უსაფრთხოებას
03-07-2018, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ბატონმა ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმით. ჩვენ დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე მის უსაფრთხოებას, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

 


როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე შს სამინისტროს ეზოში „საკუთარი ინიციატივით" იმყოფება.

 

 

„რაც შეეხება ბატონ ზაზა სარალიძეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გამოხატავს პროტესტს მშვიდობიანი ფორმით, აღნიშნული არის მისი გადაწყვეტილება.

 

 

როგორც მოგეხსენებათ, ის საკუთარი ინიციატივით იმყოფება შსს-ს ეზოში მას შემდეგ, რაც გუშინ, მისივე სურვილით შეხვდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და მან აღარ დატოვა შსს-ს შენობა", აცხადებს მეზვრიშვილი.

 

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ნაწილი, რეკომენდაციას მ.კ.-სთან დაკავშირებით, არ ემხრობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით დაინტერესდა.

 

 

როგორც შსს-ში ეზოში სარალიძემ გუშინ, 2 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, იგი კრიმინალური პოლიციის დირექტორს შეხვდა და როგორც გაირკვა, უწყებასაც მსგავსი პოზიცია აქვს.

 

 

აღნიშნულის შემდეგ კი, მოკლული მოზარდის მამამ განაცხადა, რომ შსს-ს ეზოში დარჩება მანამ, სანამ მისი შვილის მკვლელს არ დააკავებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი