კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
03-07-2018, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით საქმის აღძვრას ითხოვს. ამ განცხადებით ყოფილმა დეპუტატმა მთავარ პროკურატურას დღეს მიმართა.

 

 

როგორც დავითაშვილი აცხადებს, „რუსთავი 2“-ის ეთერში ექსპრეზიდენტმა აღიარა, რომ ჩანაწერი ვანო მერაბიშვილთან ერთად მისი დაკვეთით მომზადდა, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კი, დეპუტატის ფარული მიყურადება აკრძალულია. მისი თქმით, ეს ფაქტი სრულყოფილად არ გამოიძიეს. მისივე განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების დაკვეთით მასზე სამჯერ მოხდა თავდასხმა, ერთხელ კი, ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობას.

 


საუბარია 2006 წელს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ფარულად მომზადებულ ჩანაწერზე, რომელშიც, როგორც დავითაშვილი ამბობს, საიდუმლო თანამშრომელი მას გარკვეული თანხის სანაცვლოდ საპარლამენტო სიაში შეყვანას ჰპირდებოდა.

 


„მოვითხოვე, მიხეილ სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყოს მათი მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც პრაქტიკულად მან აღიარა „რუსთავი 2“-ის ეთერში. სააკაშვილმა გაანდო საზოგადოებას, რომ ფარული ჩანაწერი, რომლის გაკეთებაც კანონით დეპუტატის მიმართ აკრძალული იყო, განხორციელდა მერაბიშვილის მიერ სააკაშვილთან შეთანხმებით. მან სააკაშვილს ახარა, რომ დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად აქცევდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო ნიკა გვარამიას. მან მრავალი წლის დაგვიანებით გაიხსენა, რომ ოდესღაც, პროკურორის მოადგილე იყო და ეთერში დაჰკითხა მიხეილ სააკაშვილი. ჩემს მიმართ იმდენი უბედურება მოხდა, ერთმანეთში ერევა ყველას. სამი თავდასხმა, ერთი მკვლელობის მცდელობა. ამაზე არ აღძრულა საქმე. მაშინ ეს ყველაფერი გაფორმდა როგორც სუფრის წევრის პირადი მასალა, რომელმაც მიაწოდა მედიას ჩანაწერი. ეს ადამიანი ავარიაში გარდაიცვალა. მე ამ გარემოებების გამოძიებასაც მოვითხოვ. ვფიქრობ, მოწმე სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიშორა. ვითხოვ გამოძიებას იმ საქმეზე, რაც აქამდე არ ყოფილა. მაშინ მოქმედი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით არ შეიძლებოდა ჩანაწერის მომზადება. მათ კონფიდენტის მეშვეობით გაავრცელეს „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩემი პოლიტიკური მკვლელობის მიზნით. ეს უკანონო მიყურადება იყო“, განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი