„ჩვენთან შეტყობინება არ მოსულა, რომ ის ცუდად არის“ - სერგი კაპანაძის თქმით, იოსებ სიგუას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს
03-07-2018, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

 

 

„დღეს ჩვენ შსს-ს წარმომადგენლების მოსმენას ვაგრძელებთ. ბატონი ბედოიძე და ფიფია ჩვენთან არიან. მათთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა გვაქვს. ამ კითხვებზე მათ პასუხების გაცემის გაგრძელება მოუწევთ. სამწუხაროა, რომ ბატონი სიგუა ჯერ არ მოსულა. ჩვენ პრესიდან ინფორმაცია გავიგეთ, რომ შესაძლოა, ცუდად იყოს. ამას გავარკვევთ, იმიტომ რომ ჩვენთან შეტყობინება იმასთან დაკავშირებით არ მოსულა, რომ ის ცუდად არის. თუ ეს მართლა ასეა, მას ჩვენთვის ამის ახსნა და დადასტურება მოუწევს. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ მის მიმართ კითხვები გვაქვს, მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ეს გარდაუვალია, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა თანამდებობის პირს.

 

 

ამიტომ, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ აქ მოსასვლელად კარგად მოემზადონ და ნუ ექნებათ იმედი, რომ ან ჯანმრთელობის თუ სხვა რაიმე მიზეზით თავს აარიდებენ იმ კითხვებს, რომელიც კომისიას და ასევე საზოგადოებას აქვს“, განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომელმაც ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად დამაჯერებელია სიგუას ავად გახდომის გამო გამოუცხადებლობა.

 

 

„ეგ გაირკვევა, თუ გუშინდელი სხდომის შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს. ჩვენ იმის გარკვევა მოგვიწევს, თუ რა მიზეზით გაუშვეს, მან რა იცის და რა კითხვებზე შეეცადნენ, რომ პასუხები არიდებული ყოფილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანი თანამდებობაზე არის თუ არა, მას ჩვენი კითხვებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. როგორც ბატონ შოთაძეს მოუწევს და სხვა ყოფილ თანამდებობის პირებს, ვინც ჩართულები იყვნენ, ნებისმიერს ისე მოუწევს. სამსახურიდან გაშვება, ცუდად გახდომა და სხვა არამც და არამც არავის პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს“, აღნიშნა კაპანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი