გამომძიებელი: ერთადერთი, ვინც გ.მ.-ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას იყო გ.ბ., რომელიც დაკავების შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა
03-07-2018, 17:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთადერთი, ვინც გ.მ -ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას იყო გ.ბ, რომელიც დაკავების შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა, განაცხადა გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო შექმნილ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

 


„გ.ბ, მას შემდეგ რაც მას წაეყენა ბრალდება, მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში, უარი განაცხადა ყველანაირ თანამშრომლობაზე. პირადად მე ვარ ნამყოფი სასჯელაღსრულების 3 8 დაწესებულებაში და მისი გამოკითხვის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით. ასევე, დარწმუნებული ვარ, გაცნობილი ხართ საქმეს და დევს შესაბამისი ოქმები. იგი უარს აცხადებს როგორც გამოკითხვაზე, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მიღებაზე. როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პირი, რომელიც გ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაწვდიდა ინფორმაციას, ეს იყო გ.ბ., რომლისგანაც ვერანაირი დამატებითი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

 


დაინიშნა საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა. აღნიშნულ ექსპერტიზას დაესვა შემდეგი სახის შეკითხვები: რა საგნით შეიძლება ყოფილიყო მიყენებული ეს დაზიანებები და ასევე საქმეზე ამოღებული ორი ნივთმტკიცება, დანა გადაეგზავნა საექსპერტო დაწესებულებას, რათა მომხდარიყო ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებასთან შედარება. ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა ივნისის თვეში. აღნიშნული დასკვნით არ გამოირიცხება, რომ აღნიშნული ჭრილობა შეიძლება მიყენებული იყოს წარმოდგენილი ორივე დანით ან მსგავსი კონსტრუქციისა და ნიშანთვისებების მქონე საგნით.

 


ძნელი სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ ვართ გამომძიებლები და არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებით, ვსაუბრობთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და მოწმეთა ჩვენებებიდან მიღებული ინფორმაციით, შესაბამისად, ვერც ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, ვერც ვერაფერს ვერ დავადასტურებთ, სანამ ამის საშუალებას არ მოგვცემს კონკრეტული მტიცებულებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავის მეგობრებს დაეჭრათ, მაგრამ სანამ არ გამოირიცხება ეს ვარაუდი... აღნიშნულთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება, მიღებულია ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გადაეგზავნა მწარმოებელ ორგანოს“, აღნიშნა გამომძიებელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი