ომბუდსმენის თქმით, შსს-ში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მსჯელობა პროკურატურასთან სამუშაო ფორმატში გაგრძელდება
03-07-2018, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალის წარდგენა პროკურატურის პრეროგატივაა, მსჯელობა სამუშაო რეჟიმში სწორედ პროკურატურასთან გაგრძელდება.

 


როგორ შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლოჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაო ფორმატში მონაწილეობას ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

 

 

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურის პრეროგატივაა საბოლოო ჯამში ბრალის წარდგენა, მან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ამ საკითხებთან დაკავშირებით გაგრძელდეს სამუშაო ფორმატში მსჯელობა პროკურატურასთან, სადაც მეც გამოვხატე მზაობა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც მიიღებენ ამ ფორმატში მონაწილეობას....

 

 

ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს პროკურატურა, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით, სასაუბრო არის პროკურატურასთან", განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

შეხვედრა შსს-ში, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად ესწრებოდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

 

შეხვედრიდან გამოსულმა სარალიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროტესტს წყვეტს, რადგან მიიღო პირობა, რომ საქმესთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯები იქნება გადადგმული.

 

 

შეხვედრას წინ ზაზა სარალიძის რამდენიმესაათიანი პროტესტი უძღოდა. მოკლული მოზარდის მამა გუშინ, 2 ივლისს შსს-ში მივიდა, როგორც თავად აცხადებს იმ მიზნით, რომ გაერკვია, ემხრობოდა თუ არა უწყება მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციას მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით.

 

 

იგი კრიმინალური პოლიციის დირექტორს შეხვდა და მისივე თქმით, გაარკვია, რომ რეკომენდაციას შსს არ ემხრობოდა.

 


აღნიშნულის შემდეგ კი, მოკლული მოზარდის მამამ განაცხადა, რომ შსს-ს ეზოში დარჩებოდა მანამ, სანამ მისი შვილის მკვლელს არ დააკავებდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი